შაბათი, აპრილი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიიქამდე ესროდა იარაღს სანამ არ მოკლა, ოზურგეთში მამამ შვილი ჩაცხრილა - ცნობილია...

იქამდე ესროდა იარაღს სანამ არ მოკლა, ოზურგეთში მამამ შვილი ჩაცხრილა – ცნობილია დეტალები

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამა-შვილს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.

50 წლამდე შვილის მკვლელობისთვის, 82 წლის კაცია დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 და 236 -ე მუხლებით დაიწყო.

გუ­შინ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნა­რუ­ჯა­ში, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 80 წლის რეზო ფუტ­კა­რა­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­კუ­თა­რი შვი­ლი, 48 წლის ზაურ ფუტ­კა­რა­ძე მოკ­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მოკ­ლუ­ლის 14 წლის შვი­ლი, რო­მელ­მაც ნახა, ბა­ბუ­ამ რო­გორ მო­უკ­ლა მამა. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. უკვე და­კი­თხეს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და უკვე მი­ას­ვე­ნეს იმ სახ­ლში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ისი­ნი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს. მათი თქმით, ხმა­უ­რი და არც გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.

ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი:

– ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ჯერ ჩვენც არ ვი­ცით და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ახლა მე­ზობ­ლე­ბი ერ­თად, უბან­ში ვართ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და არ გვაქვს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ტრა­გე­დია. და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ ვი­ცით, რა მოხ­და მამა-შვილს შო­რის. მათ შო­რის კონ­ფლიქტზე არა­ფე­რი გვსმე­ნია. მოკ­ლუ­ლი ზაურ ფუტ­კა­რა­ძე ბა­თუმ­ში მუ­შა­ობ­და, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი იყო, მა­ლი­ა­რი და რე­მონ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და. ბა­თუმ­ში ოჯა­ხით იყო წა­სუ­ლი, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ და შრო­მობ­დნენ. ახლა ნა­რუ­ჯა­ში 3-4 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო, აქ აქვთ თხი­ლის ბა­ღე­ბი და თხი­ლის მო­საგ­რო­ვებ­ლად ჩა­მო­ვი­და. მუ­შა­ობ­და თხი­ლის ბა­ღებ­ში, თა­ვის 14 წლის ბი­ჭთან ერ­თად.

მომ­ხდარს ბავ­შვი შე­ეს­წრო, ამ ამ­ბის შემ­დეგ ბავ­შვი და­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკი­თხოთ, რა მოხ­და. სხვა არა­ვინ იყო სახ­ლში, მამა-შვი­ლი და 14 წლის ბავ­შვი ჰყავ­დათ. ზა­უ­რი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო, 4 შვი­ლი ჰყავს.

რეზო 80 წლის არის, ორი წე­ლია ნა­რუ­ჯა­ში დაბ­რუნ­და, მა­ნამ­დე ისიც ბა­თუმ­ში იყო, მაგ­რამ ახლა ასაკ­ში დაბ­რუნ­და სო­ფელ­ში. 24 სა­ა­თი აქ ვარ და არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი მას სხვას­თა­ნაც არ მოს­ვლი­ათ. ინ­სულ­ტი­ა­ნი კაცი იყო, ინ­ვა­ლი­დი კაცი და რა­ტომ მოკ­ლა შვი­ლი, არ ვი­ცით. ოჯა­ხის ამ­ბავს ვერ გა­ი­გებ. ზა­უ­რი მთელ უბანს უყ­ვარს და ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით, ყვე­ლა აფა­სებ­და.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!