კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა"შეუძლებლად მეჩვენებოდა მისი გლოვა...მშვიდობით და დიდი მადლობა ყველაფრისთვის” - ნიკა გვარამია უმძიმეს...

“შეუძლებლად მეჩვენებოდა მისი გლოვა…მშვიდობით და დიდი მადლობა ყველაფრისთვის” – ნიკა გვარამია უმძიმეს პოსტს აქვეყნებს

amindi

“მშვიდობით, უცნობო და ახლობელო მეგობარო… მშვიდობით და დიდი მადლობა ყველაფრისთვის” – “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილ ზაზა მესხს ემშვიდობება.

“ჩემი ციხეში მოხვედრიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო ზაზამ ჩემი მხარდამჭერი აქციების ორგანიზება საქართველოს ფარგლებს გარეთ, პეტიციების შედგენა, გავლენის მქონე ადამიანებთან შეხვედრა. ერთერთი ყველაზე აქტიური იყო ამ საქმეში. რამდენჯერმე სოფომ შემომითვალა მისგან მოკითხვა.

არადა, საერთოდ არ ვიცნობდი ზაზას, მიმოწერითაც კი.
შოვის ამბავი რომ მოხდა, დიდი ხანი ვერც დავწერე – სანამ ფორმალურად პროცესი არ იყო დასრულებული, შეუძლებლად მეჩვენებოდა მისი გლოვა, მისი, მისი ცოლის და სამი შვილის.
პირად შეხვედრას ვგეგმავდით ჩვენი საერთო მეგობრის,@Gela Khvadagiani მეშვეობით. არ დაგვცალდა.
არც ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა გადავუხადო მადლობა. ისევ ტელევიზიის დახმარებით, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე 🙁
მშვიდობით, უცნობო და ახლობელო მეგობარო. მშვიდობით და დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
RIP ზაზა მესხი”

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!