თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე ავარიის შედეგად დაშავებულ 13 წლის მოზარდს, არჩილ ჯავახიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ავტოსაგზაო შემთხვევა 25 მაისს მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გადასასვლელზე მიმავალ არასრულწლოვნებს დაეჯახა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა არჩილ ჯავახიშვილი.
13 წლის მოზარდი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და დღემდე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
„ექიმები მის გადასარჩენად ყველა ღონეს ხმარობენ, თუმცა მრავლობითი დაზიანებებისა და კომპლექსური მკურნალობის საჭიროების გამო, რისი ჩატარებაც საქართველოში შეუძლებელია, ექიმების რეკომენდაციაა მოზარდმა მკურნალობა საზღვარგარეთ გააგრძელოს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
არჩილის ოჯახი მოგმართავთ თხოვნით, ფინანსური თანადგომის შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს თანხების მობილიზება და მისი დროული გადაყვანა საზღვარგარეთ.
სიმბოლურად გაღებული 1 ლარიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმღები: ნინო ნოზაძე (დედა)
დანიშნულება: არჩილისათვის
სს „საქართველოს ბანკი“
GE05BG0000000541168570
სს „თიბისი ბანკი“
GE61TB7728645061100021
წყარო: siaxle. club