კვირა, მაისი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები“მთვრალმა მძღოლმა ბავშვი ადგილზე მოკლა და…” – უმძიმესი ტრაგედია ახლახანს დატრიალდა

“მთვრალმა მძღოლმა ბავშვი ადგილზე მოკლა და…” – უმძიმესი ტრაგედია ახლახანს დატრიალდა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

17 აგვისტოს საღამოს, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში. ჭადრების ხეივანში ველოსიპედით სახლში მიმავალ 15 წლის მოზარდს, აკო ჯაიანს მანქანა დაეჯახა და ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

მთელი სოფელი შეძრულია ამ ფაქტით. ყველა დასტირის დედისერთა ბიჭს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული და სახლში ბრუნდებოდა, როცა ეს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.

“ეზოში ვიყავი, უცებ საშინელი ხმა რომ გავიგე. მივხვდი, რაღაც უბედურება მოხდა, როგორც კი ქუჩაში გავედი, დავინახე ბავშვი ძირს ეგდო, გამწარებული ვკიოდი, შველას ვითხოვდი, წამებში მოვიდნენ მეზობლებიც, ბავშვი ადგილზევე გარდაცვლილი იყო. იქვე ეყარა მისი ნივთები. ტელეფონი გამუდმებით რეკავდა და არავინ ეკარებოდა, დედა ურეკავდა ბავშვს. ეს რა საშინელება ვნახე.

შოკში ვარ, ფეხზე ვეღარ ვდგები, მთელი დღე განადგურებული ვარ”, – ამბობს ფაქტის თვითმხილველი.

როგორც ამბობენ, პოლიციამ დამნაშავე ადგილზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები და სამართალდამცავები.

“ტკივილი… ტკივილი გაუსაძლისი… ტკივილი უსაშველო… დედის კივილით კიდევ ერთხელ ახდილი ცა… კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.

აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტიპენდიატი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა. ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია…” , – წერს სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა.

“აკო, შვილოო, რა დიდი ტკივილი ხარ. როგორ აგვატირე და გაგვამწარე მთელი ქუჩა. რით თანავუგრძნობთ დედაშენს, შენს გამზრდელ ბებიას”, – წერს მეზობელი.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

“რომ მოვიდნენ კრიმინალისტები და ექსპერტიზას ატარებდნენ შეწუხებულები იყვნენ, ამბობდნენ, დღეს სამეგრელოს რეგიონში მერვე შემთხვევაა ავარიისო, ძალიან განვიცდით”, – ამბობს ადგილობრივი.

მანქანის ფოტო პირობითია

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!