კვირა, სექტემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიდიღომში მეგობარმა მამაკაცმა ქალი აწამა, დააყაჩაღა და... - ცნობილია დეტალები (ვიდეო)

დიღომში მეგობარმა მამაკაცმა ქალი აწამა, დააყაჩაღა და… – ცნობილია დეტალები (ვიდეო)

aviabiletebiaviabiletebi

მამაკაცმა ყოფილი მეგობარი ქალის გაგუდვა სცადა. მან ის წებოვანი ლენტით დააბა და სიკვდილით ემუქრებოდა.

მათი ურთიერთობა სოციალური ქსელით დაიწყო. მამაკაცის სახლში რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი ეს შეხვედრები ახლგაზრდა ქალის წამებითა და მისი დაყაჩაღებით დასრულდა.

წამება დიღმის რაიონში მდებარე ბინაში რამდენიმე საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალი დააყაჩაღა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალის სახლიდან ფული წაიღო, ბრალდებულმა თანხა დაზარალებულის ბარათებიდანაც მოხსნა და საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა.

მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსამართლემ მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გირაოს ქვეშ მყოფი ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მამაკაცმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით – ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეს 5-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!