ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისაცოლესთან მიდიოდა, გზაში კი საშინელება დაემართა და იქვე დაიღუპა… - ცნობილია რამ...

საცოლესთან მიდიოდა, გზაში კი საშინელება დაემართა და იქვე დაიღუპა… – ცნობილია რამ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი

amindi

ემიგრაციაში ქართველი ბიჭი ჯარჯი სუხაშვილი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ის ისრაელში საცოლესთან მიდიოდა, როდესაც 8 აგვისტოს იორდანიის საზღვარზე ძლიერი სიცხის გამო დაიღუპა.

,,საზღვას ფეხით კვეთდა 2 ქართველთან ერთად და გარდაიცვალა, გული გაუჩერდა,  სიცხეს ვერ გაუძლო. ისრაელში სამუშაოდ მიდიოდა, იქ საცოლე ელოდებოდა” – უთხრა ,,მეგა ტვ”-ს გარდაცვლილის ახლობელმა.

30 წლის ჯარჯი სუხაშვილს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:

,,თუ შენი სიყვარული დანაშაული იყო,მაშინ მძულს ის სამყარო სადაც შენ არ მეყოლები ჩემო სულის ნაწილო😭😭😭💔ჩემი გულიდან ვერასდროს წახვალ💖😘” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის შეყვარებული.

,,გარდაიცვალა ჩემი ძმა, ჯარჯი სუხაშვილი.

პანაშვიდი: 11-13 აგვისტო

მისამართი: წეროვნის დევნილთა დასახლება, რიგი 16, ბინა 89

დაკრძალვის თარიღს მოგვიანებით დავწერ. სულ ესაა რისი თქმაც ახლა შემიძლია.” – წერს გარდაცვლილის ძმა.

,,მიყვარხარ , და როგორც მაშინ ჩემს ბავშვობაში , უსასრულო და ნამდვილი იქნება ეს სიყვარული.

მეყვარები ყოველთვის , არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ დროს უბრალოდ სიტყვებს ვერ ეძებს ადამიანი თავის თავში

არ მოვალ და არ გნახავ გარდაცვლილს რადგან ჩემს გონებასა და თვალებს მუდამ ცოცხალი ახსოვდე, უბრალოდ მეცოდინება რომ სადღაც ხარ.” – წერს ჯარჯი სუხაშვილის მეგობარი.

,,რა ვთქვა არვიცი💔😭 როცა სადმე მიდიოდი სულ გეუბნებოდი ჭკუით იყავი ღმერთი შენსკენთქო, რატომ არ გიშველა რატომ გაგვიმეტა ამ დიდი უბედურებისთვის.ეხლა რატომ არ მითხარი სად იყავი რატომ გამეპარე. დღეს ჩვენი ბებერო მოტყუებით ჩამოვიყვანეთ და დიდი ტკივილი დავახვედრეთ შენ რომ მწერდი გატეხილაო ახლა ნახე როგორი გატეხილი და განადგურებულია ბებეროც და ჩვენც ყველას სული და გული გაგვიყინე ჩვენო ღიმილის ბიჭო💔💔” – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

ჯარჯი სუხაშვილი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. ის წეროვანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!