შოვში დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის.
ინფორმაცია ფორმულას დაღუპულის შვილმა დაუდასტურა.
მაშველებმა სტიქიის ზონაში დღეს ორი ადამიანის, მოზარდისა და ქალის ცხედრები იპოვეს.
ერთი ცხედარი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე კი მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 21 ცხედარია ნაპოვნი, 12 დაკარგულს ეძებენ.
ამჟამად აქტიური სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.