სტიქიის ზონაში დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და ამით მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით მაშველები კიდევ 10-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. მათ შორის არიან ნატო ჭელიძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. ერთის, ლუკას ცხედარს მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მიაგნეს.
როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა უთხრა, ძალიან მალე ცნობილი გახდება, დაღუპულებს შორის ამოიცნეს თუ არა 4 წლის ანდრია დუდაშვილი. ამჟამად მამა წასულია ექსპერტიზაზე.
“საბოლოო პასუხისთვის ველოდებით ექპერტიზის პასუხს, თუმცა თმით, ფიქრობენ რომ 4 წლის ანდრია დუდაშვილი ამოიცნეს. მამა ამჟამად ექსპერტიზაზეა წასული” – ამბობს დუდაშვილების ნათესავი4 წლის ანდრია დუდაშვილი ამოიცნეს