თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ის მაშველებმა წყლიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდას სამართალდამცავები და ახლობლები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას მერე, რაც პოლიციამ მისი ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე ნახა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
ზღვაში მყვინთავები მუშაობდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.