ბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა. ფაქტის შესახებ, TV25-ს მეზობლებმა აცნობეს. ამ ეტაპზე, მოზარდს ექსპერტიზა უტარდება. საქმეში ფსიქოლოგია ჩართული. ჩვენი ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი გუშინ დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია. მან საპატიმრო, რამდენიმე თვის წინ დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა და ბებია ალკოჰოლდამოკიდებულები იყვნენ და სავარაუდოდ, ნარკოტიკსაც მოიხმარდნენ. ძალადობის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც პოლიციას მიმართა.
დაზარალებული, სამი წლის განმავლობაში არასამთავრობო დღის ცენტრის ბენეფიციარი იყო. მან ცენტრი რამდენიმე თვის წინ დატოვა, თუმცა, სახელმწიფო სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მოზარდი წლების წინ დედამ მიატოვა. როგორც ირკვევა, სექსუალური ძალადობის გახმაურების შემთხვევაში, მამა მას მოკვლით ემუქრებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება 137-ე, გაუპატირების მუხლით დაიწყო. მომხდარს ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილება იძიებს.