ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიპარლამენტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
spot_img

პარლამენტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

frenis kompensaciafrenis kompensacia

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შეიქმნება მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი. სასწავლო ცენტრი აღიჭურვება მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველთა სრულყოფილ მომზადებას და გადამზადებას.
 
დღეისთვის მეხანძრე-მაშველთა სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.
გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მეხანძრე-მაშველთა წახალისების ახალი ფორმები. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის, წახალისების ფორმით, მეხანძრე-მაშველის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.

ასევე, მიღებული კანონით დარეგულირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!