სასტუმრო "მამიდას" მფლობელი, როენა ხუცურაული საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
არსებული ცნობით, ხუცურაულის, მეტსახელად "მამიდას", სახლში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ხუცურაული წარსულში ნასამართლევი იყო პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით. მას 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა.