სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება”მივიღე გადაწყვეტილება რომ დამესრულებინა ცხოვრება…” - უმძიმესი ამბავი

”მივიღე გადაწყვეტილება რომ დამესრულებინა ცხოვრება…” – უმძიმესი ამბავი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ეკ­რან­ზე დაბ­რუნ­და. ჟურ­ნა­ლის­ტი “მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა “თი­ნას“ წა­იყ­ვანს. პირ­ველ ეთერ­ში სა­დუ­ნიშ­ვილ­მა ვრცლად ილა­პა­რა­კა, თუ რო­გორ იყო წლე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კებ­სა და ალ­კოჰოლ­ზე. რო­დის დად­გა მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტი, რო­დე­საც ყვე­ლაფ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა და რამ ითა­მა­შა ამა­ში ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი როლი. თიკო ამ­ბობს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა მშობ­ლებ­თან, შვილ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან…

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი:

“მო­ვიხ­მარ­დი მე­დი­კა­მენ­ტებს, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს, ალ­კოჰოლს, სტი­მუ­ლა­ტო­რებს, ე.წ. კლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს. მა­რი­ხუ­ა­ნას და თამ­ბა­ქოს, ამა­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ბოლო სამი თვეა ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გა­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი.

2 წლი­სა და 8 თვის წინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა­ში. აპ­ლი­კა­ცია მაქვს, სა­დაც სუფ­თა დღე­ებს ვით­ვლი, თით­ქოს ახალ და­ბა­დე­ბას ჰგავს… მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სულ მახ­სოვ­დეს და არ და­ვი­ვი­წყო. მახ­სოვ­დეს ისე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი ახ­სოვთ. თვე­ში ერთხელ ან მძი­მე მო­მენ­ტებ­ში, როცა სტრე­სუ­ლი დღე­ე­ბი მაქვს, ჩავ­ხე­დავ ხოლ­მე ამ აპ­ლი­კა­ცი­ას და ვიხ­სე­ნებ, არ მინ­და და­მა­ვი­წყდეს… იგი­ვე ცხოვ­რე­ბას არ უნდა და­ვუბ­რუნ­დე.

რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს იმას, რა­ტო­მაც ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­წყე. ერთი ის, რომ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხე, რომ თით­ქოს ჩემი ცხოვ­რე­ბა ლუქ­ში ყოფ­ნას და­ემ­სგავ­სა, ნათ­ლად ვხე­დავ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი წარ­სუ­ლი იყო – ერ­თფე­როვ­ნე­ბა და აუ­ტან­ლო­ბა. და­მე­წყო შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, პა­ნი­კუ­რი ში­შე­ბი.

თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, თუ რა­ტომ მო­იხ­მა­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი ნარ­კო­ტიკს და მეც რა­ტომ მო­ვიხ­მარ­დი. ერ­თგვა­რი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლია. სტე­რე­ო­ტი­პე­ბით და ტა­ბუ­ე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ჩემი ის­ტო­რია მხო­ლოდ ჩემ­ზე არ არის, ამის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან: ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, აქ მათ­ზეც უნდა ვი­სა­უბ­რო და ვღე­ლავ, რო­გორ მი­ი­ღე­ბენ.

მახ­სოვს ერთ დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძე და ვერ ვცნობ­დი ად­გილს და სხე­ულს, რო­მელ­შიც გა­ვიღ­ვი­ძე. წა­მოვ­ხტი, მივ­ვარ­დი სარ­კეს­თან და ვერ ვი­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თავი. გა­უ­ცხო­ე­ბა და­მე­მარ­თა, მე­გო­ნა, რომ მოვ­კვდი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. და­მე­წყო კან­კა­ლი, და­ბუ­ჟე­ბა, ვიხ­რჩო­ბო­დი, ყელ­ში ბურ­თი გა­მე­ჩხი­რა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ იმ წუ­თას ვკვდე­ბო­დი, თუმ­ცა ჯერ არ ვი­ყა­ვი მკვდარი.

სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, მაგ­რამ სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია. შეგ­რძნე­ბე­ბი დავ­კარ­გე და ტან­საც­მლი­ა­ნად გა­ვი­ქე­ცი შხა­პის­კენ, შევ­ვარ­დი და მინ­დო­და რამე მეგ­რძნო, სხე­ულ­თან კავ­ში­რი დავ­კარ­გე. შხა­პის მერე ცივ მეტ­ლახ­ზე დავ­წე­ქი და მა­ინც ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ცხოვ­რე­ბა და თა­ვი­დან და­მე­წყო. მე­ო­რე დღი­დან მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უარი მეთ­ქვა ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე.

არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ძლი­ე­რი გო­გოს როლი მქონ­და მორ­გე­ბუ­ლი, არ უნდა გა­მო­მევ­ლი­ნა ჩემი სი­სუს­ტე ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს პროგ­რა­მა ბავ­შვო­ბი­დან ასე მომ­ყვე­ბო­და. ვფიქ­რობ­დი, რომ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით და პრობ­ლე­მე­ბის აღი­ა­რე­ბით, ჩემ სი­სუს­ტეს გა­მო­ვავ­ლენ­დი. ამ იმი­ჯის და­კარ­გვის მე­ში­ნო­და. ასე­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლია, აღი­ა­რო სა­კუ­თარ თავ­თან, რომ მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაქვს.

ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბით გა­ურ­ბი­ხარ რე­ა­ლო­ბას, არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებს ის, რაც არის და გინ­და გა­ექ­ცე ყვე­ლა­ფერს. ამის აღი­ა­რე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტომ და­ვი­წყე. ოთახ­ში ჩა­ვი­კე­ტე, მჯე­რო­და, რომ მარ­ტო ვუშ­ვე­ლი­დი ჩემ თავს და არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ მჭირ­დე­ბო­და.

გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მე არ მაქვს ისე­თი ცხოვ­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გორ­ზეც ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნო­ბე­ბო­დი და სა­დღაც გა­და­ვუხ­ვიე, ეს მა­შინ და­ვი­ნა­ხე, როცა გა­მოვ­ფხიზ­ლდი. მე უკე­თე­სი ურ­თი­ე­რო­ბა მინ­და მქონ­დეს სა­კუ­თარ შვილ­თან და არ მაქვს ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. და­კარ­გუ­ლი მყავს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბის მერე არ მი­ნა­ხავს. ჩემ მშობ­ლებ­თან არ მაქვს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც მინ­და მქონ­დეს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რებ­თან მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა ტოქ­სი­კუ­რი იყო.

მქონ­და პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­სა და გარ­თო­ბას შო­რის, გარ­თო­ბა­ზე ვა­კე­თებ­დი არ­ჩე­ვანს. მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც დამ­ვი­წყე­ბია და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი. ნდო­ბა ამ დროს და­კარ­გუ­ლი აქვს ჩემს გა­რე­მოც­ვას და დღეს ჩემი ყო­ვე­ლი საქ­ცი­ე­ლით, ვხე­დავ, რო­გორ ვიმ­სა­ხუ­რებ პა­ტი­ვის­ცე­მას და ეს ორ­მხრი­ვია”.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!