პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"არ მესმის, რატომ ირჩევს ხალხი ხვიჩას?" ხვიჩა თუ ბუკაიო? - ხვიჩა კვარაცხელიას...

“არ მესმის, რატომ ირჩევს ხალხი ხვიჩას?” ხვიჩა თუ ბუკაიო? – ხვიჩა კვარაცხელიას დასცინიან

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ინგლისელმა ფანებმა, უფრო სწორად კი – ლონდონის “არსენალის” გულშემატკივრებმა, ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხმყოფელი მეტსახელი მოუგონეს.

ყველაფერი დაიწყო სერია A-ს გულშემატკივართა უწყინარი დისკუსიით, რომელიც “ტვიტერზე” გაჩაღდა. დაისვა კითხვა – “ვინ არის უფრო ძლიერი, ხვიჩა კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა”?

“არსენალის” გულშემატკივრებმა, აქაოდა, ბევრი მომხმარებელი ხმას ხვიჩას აძლევს, ვიდრე ბუკაიო საკასო, გაბრაზებულებმა ქართველი ტალანტი დამამცირებელი მეტსახელით მოიხსენიეს.

ბრიტანელებს, თურმე, “ხვიჩა კვარაცხელიას” ჩვეულებრივ აბრაკადაბრად აღიქვამენ და “ბიჭ-პაროლს” (password guy) უწოდებენ, თითქოსდა, “ნაპოლის” ვარსკვლავის გვარ-სახელი რობოტის მიერ გენერირებული პაროლს ჰგავს.

“ბიჭებო, თქვენ ამ სეზონამდე იცოდით, რომ “wi-fi-ის პაროლი” (ანუ – ხვიჩა) არსებობს? საკა ამას 17 წლიდან აკეთებს”, – წერს მომხმარებელი მეტსახელით – @m_tactician.

“არ მესმის, რატომ ირჩევს ხალხი ხვიჩას? დიახ, მან უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ იქ 2 გოლი გაიტანა, თან ერთი – პენალტით. გაუშვით საკა სერია A-ში, ხოლო “wi-fi პაროლი” – პრემიერლიგაში და ნახავთ, რომ ისინი ახლოსაც ვერ იქნებია ერთმანეთთან”, – დარწმუნებულია @xTomLs_.

“როგორ მიიღო “wi-fi პაროლმა” მაღალი შეფასება მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა 0:4 წააგო?” – უკვირს @EraGiannis-ს “მილანთან” “ნაპოლის” საშინაო მარცხის (0:4) შემდეგ.

სოციალურ ქსელში აქტიურად ბჭობენ, რომელია უფრო ძლიერი – ქართველი თუ ინგლისელი? არგუმენტები ასეთია — კვარაცხელიამ უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები ჩემპიონთა ლიგაში – ტურნირში, სადაც საკას ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

მეორეს მხრივ, 21 წლის ბუკაიოს უკვე აქვს ზურგსუკან ორი დიდი საერთაშორისო ტურნირი ინგლისის ნაკრებთან ერთად – ევრო 2020 და მუნდიალი 2022. ყატარში, გულშემატკივრებისა და ექსპერტების საერთო აღიარებით, საკა იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სტაბილური მოთამაშე ინგლისის ნაკრებში.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ხვიჩამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. საკას სტატისტიკა მიმდინარე პრემიერლიგაში – ანალოგიურია.

თავის მხრივ, “არსენალის გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ პრემიერლიგის დონე სერია A-ზე გაცილებით მაღალია (არადა, წლეულს ევროტურნირების მეოთხედფინალში 6 იტალიური კლუბია გასული და 4 – ინგლისური) და რომ “ნისლიან ალბიონზე” გოლის გატანა და საგოლე პასების კეთება გაცილებით რთულია…

ბუკაიოს სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი მოჰყავთ – Transfermarkt.com მას მსოფლიოს მეხუთე ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ მიიჩნევს. მისი ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.

საკაზე მეტად მხოლოდ კილიან მბაპე (180 მლნ ევრო), ერლინგ ჰოლანდი (170), ჯუდ ბელინგემი (120), ვინისიუს ჟუნიორი და ჯამალ მუსიალა (ორივე – 120) ფასობენ.

ხოლო კვარაცხელია Transfermarkt.com-ის მიხედვით 85 მილიონი ევრო ღირს და სიაში მე-16 ადგილზეა. არადა, ბევრს ავიწყდება, რომ ზემოთ ნახსენები ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ხვიჩა მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს TOP5-ში და იმდენი მოახერხა, რომ გასული წლის აგვისტოს (როცა “ნაპოლიმ” 10 მილიონ ევროდ იყიდა ბათუმის “დინამოსგან”) შემდეგ მთელი 75 მილიონი ევროთია გაზრდილი მისი სატრანსფერო ღირებულება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!