ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმზე ასეთი არასდროს გინახავთ - ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

მზე ასეთი არასდროს გინახავთ – ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

frenis kompensaciafrenis kompensacia

მსოფლიოში მზის ყველაზე მძლავრმა ტელესკოპმა ჩვენი ვარსკვლავის სახე გასაოცარ დეტალებში გადაიღო. სურათის რეზოლუცია სულ რაღაც 18 კმ-ია და ასახულია მზის ატმოსფეროს შუა ფენა.

ფოტოზე მოჩანს ცეცხლოვანი პლაზმის კაშკაშა „თმები“, რომლებიც ფიჭის მსგავსი ფორებიდან მზის გვირგვინში ჩაედინება. ამ ამობურცულ ბუშტუკებს გრანულებს უწოდებენ და მათი სიგანე დაახლოებით 1600 კილომეტრია.

თითოეულ სურათზე აღბეჭდილია დაახლოებით 82 500 კმ სიგანის რეგიონი. უზარმაზარი მასშტაბის უკეთ აღსაქმელად, ასტრონომებმა სურათზე ჩვენი პლანეტაც მოათავსეს.

ეს წარმოუდგენელი მიღწევა ინოუეს მზის ტელესკოპის გახსნიდან ერთი წლისთავზე მოხერხდა. ტელესკოპზე მუშაობა 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამად, ის მსოფლიოში უმძლავრესი მზის ტელესკოპია.

მზის სისტემის სინათლის წყარო ასე ახლოდან აქამდე ჯერ არ გვინახავს. ინოუეს ტელესკოპს მზის ქრომოსფეროში ისეთი პატარა მახასიათებლები დანახვაც კი შეუძლია, როგორიც მანჰეტენია.

მანამდე, 26 მარტს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდი Solar Orbiter-ი მზის ორბიტაზე ახლო წერტილში მივიდა (პერიჰელიონი), მზესთან დაახლოებით 48 მილიონი კილომეტრის მანძილზე, მერკურის ორბიტის შიგნით.

ამ მანძილზე ტემპერატურა 500 გრადუს ცელსიუსს აღწევს. შემდეგ პერიჰელიონებში ხომალდი მზესთან კიდევ უფრო ახლოს მივა.

ნახეთ კადრები

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!