ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიგომელაურის თქმით, ბელორუსიის უსაფრთხოების სამსახურის შექმნის ღონისძიებას ამერიკის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების...

გომელაურის თქმით, ბელორუსიის უსაფრთხოების სამსახურის შექმნის ღონისძიებას ამერიკის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ

frenis kompensaciafrenis kompensacia

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოფილი მოადგილის  სოსო გოგაშვილის ბრალდებებს, რომ თითქოს, ის სხვადასხვა დროს, ბელორუსსა  და აზერბაიჯანში ,,ეფესბეს“ წარმომადგენლებს პირისპირ შეხვდა, კატეგორიულად უარყოფს.

,,იყო 100 წლისთავი, იყო იუბილე და იყო ყველა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები იყვნენ პირველი ან მეორე პირები, რომლებიც ულოცავდნენ ბელორუსიის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს. ასევე, იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელორუსიის ხელმძღვანელობას, ასევე, იყო აზერბაიჯანშიც, ჩამოსულები იყვნენ, მიულოცეს, იქ იყვნენ ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის  წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ, კი ბატონო“, - აღნიშნა  შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვახტანგ გომელაური მცხეთის რაიონში ფლობს რესტორანს და რუსეთის წარმომადგენლებს მასპინძლობდა, მინისტრმა უპასუხა, რომ არც რესტორანს ფლობს და არც შეხვედრა ჰქონია.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!