მედიაჰოლდინგ „კვირას” ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულა” იხურება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტექნიკური სამსახური, რომელიც ტელევიზიის ეთერში გასვლას უზრუნველყოფს, ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ 31 დეკემბერს ბოლო სამუშაო დღე აქვთ.
ტელევიზიის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან „ფორმულას” ახალი ამბების და გადაცემის ჟურნალისტებიც.