საათზე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი სულ მალე, 7 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს.
"პრაიმტაიმის“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოს პროცესს კესარია აბრამიძის ოჯახი დაესწრება.
“აუცილებლად, ვიქნები სასამართლო პროცესზე! მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს. იმედი გვაქვს მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს დუმილს დაარღვევს, მკვლელობას აღიარებს და მოჰყვება დეტალურად ყველაფერს“, - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.