პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვანებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის ადამიანს 2 წუთში კლავს - რა უნდა გააკეთოთ...

ნებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის ადამიანს 2 წუთში კლავს – რა უნდა გააკეთოთ გათბობის ჩართვამდე?

aviabiletebiaviabiletebi

ზამთრის მოახლოებასთან ერთად,უფრო მეტი ადამიანი რთავს გათბობას. არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. “თბილისი ენერჯის” ტექნიკური ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე იმყოფებოდა გადაცემაში “იმედის დილა” სტუმრად, სადაც ისაუბრა სწორედ უსაფრთხოების წესებზე და აბონენტებს კონკრეტულ რეკომენდაციებიც გაუზიარა.

– გათბობის ჩართვის სეზონი დაიწყო. პირველი, რასაც უკვე მრავალი წელია, ვაჟღერებთ, სანამ გათბობას ჩავრთავთ, გაჟონვაზე კარგად უნდა იყოს შემოწმებული. ყველა ჩვენს აბონენტს შემიძლია, შევთავაზო მომსახურება, რომელიც სრულიად უფასოა. თუ მათ აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ამ მომენტში გამათბობლები, გაზის ქსელი, შეუძლიათ, დარეკონ 240 40 04, მოითხოვონ შემოწმება, ჩვენი ბრიგადები მაქსიმუმ 1-2 დღის განმავლობაში ადგილზე მივლენ, მათ ქსელს, დანადგარების მდგომარეობას შეამოწმებენ, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და მერე თავისუფლად შეეძლებათ, კონკრეტული გამათბობლები გამოიყენონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მომსახურება სრულიად უფასოა. ყველაფერს შევამოწმებთ – რამდენად სწორადაა დანადგარი დაყენებული, ხომ არ ირღვევა არსებული სტანდარტი, ხომ არ არის გაჟონვის რისკი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, დარეკოთ, მოვალთ და შევამოწმებთ.

ყველაზე დიდი რისკის მატარებელი სახლში ღია წვის კამერიანი გამათბობლები, წყალგამაცხელებლებია, რომელთა მონტაჟიც ადრე თვითნებურად ხდებოდა. ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანიის პირველადი მიზანი არა მარტო პიარ კამპანია, არამედ ადგილზე მისვლა და დანადგარების ჩახსნა იყო. ათიათასობით ასეთი დანადგარი იყო სახლებში.ორი ტიპის გამათბობელი გვაქვს – ეს არის ღია წვის კამერით და დახურული. გაზი რომ იწვება, ჟანგბადი სჭირდება. როდესაც ღია წვის გამათბობელს ან წყალგამაცხელებელს აყენებთ, ის დანადგარი ჟანგბადს თქვენი საცხოვრებლიდან გაცლით – მისაღები ოთახიდან, სამზარეულოდან და ასე შემდეგ.

დახურული წვის კამერიანი, მაგალითად, გათბობის ქვაბები, კარმის ტიპის გამათბობლები, ჟანგბადს გარედან იღებენ და ნამწვს გარეთვე გატყორცნიან. განსხვავებით, ღია წვის კამერიანი გამათბობლებისა, რომელიც ჟანგბადს სათავსოდან გაცლით. ხშირ შემთხვევაში, განიავებაც არ შველის. როდესაც ჟანგბადი გაიშვიათდება და შესაბამისი რეაქცია აღარ ხდება, ნახშირჟანგი გამოიყოფა. როდესაც ნახშირჟანგი დახურულ სივრცეში თუნდაც 1% დაგროვდება, დანარჩენი 99% ჟანგბადი რომ იყოს, ნებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადამიანის გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს. ნახშირჟანგი ძლიერ მომწამვლელი აირია და ძლიერ ინტოქსიკაციაც იწვევს

ღია წვის კამერიანი დანადგარების დახურულ სივრცეში დაყენება არ შეიძლება. შენობის გარეთ, გარე კედელზე არანაირი პრობლემა არ არის.

როდესაც გამათბობელს ან გაზზე მომუშავე ნებისმიერ დანადგარს ამონტაჟებთ, იქამდე გაზსადენი უნდა მივიდეს. გაზსადენის თვითნებური მონტაჟი არ შეიძლება. ამიტომ, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, ონლაინ მოგვწეროს Te.ge-ზე, გვეწვიოს ოფისში, მოითხოვოს პროექტში კორექტირება. საუბარი არსებულ აბონენტებზე მაქვს, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაამატონ ან შეცვალონ დანადგარი. შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მისვლის შედეგად, ურჩევენ, სად დაამონტაჟონ დანადგარი, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, შედგება პროექტი და იქ, სადაც აღნიშნულ გამათბობელს იყიდის, მათი მხრიდან მოხდება მონტაჟი. ჩვენ ვამონტაჟებთ გაზსადენს.

ვისაც სახლში გათბობის ქვაბი აქვს, მისი ხშირად ჩართვა და გამორთვა რეკომენდებული არ არის. როდესაც სახლს რამდენიმე დღით ტოვებთ, ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, რათა თავი გაჟონვისაგან დაიცვათ . ასევე, ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს აბონენტებს, რომ გაზის გაჟონვის დეტექტორი დაამონტაჟონ. ასე აღარაფრის შეგვეშინდება. დეტექტორი 24 საათი ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს. მისი მუშაობის პრინციპია, თუ მოხდა გაჟონვა და იგრძნო დეტექტორმა, თქვენს ბინაში გაზის მოწოდება ავტომატურად წყდება. ყველაფრისგან დაზღვეული ხართ.



frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!