ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"ბრალს არ ვაღიარებ, თვითონ დამარტყა ხელი და..." - დავით ფერაძეს ბრალი ედებოდა...

“ბრალს არ ვაღიარებ, თვითონ დამარტყა ხელი და…” – დავით ფერაძეს ბრალი ედებოდა ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმაზე

aviabiletebiaviabiletebi

"ლელოს" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საპარლამენტო სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ბრალი ედებოდა ტრანსგენდერ ქალზე, ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმაზე.

როგორც ცნობილია, ტრანსგენდერ ქალს, უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური (თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა) შეურაცხყოფა მიაყენა.

“ბრალს არ ვაღიარებ, როგორც ასეთი ძალადობა არ მომხდარა. თვითონ დამარტყა ხელი, მეორე ხელი რომ წამოიღო, დავუკავე, ამ დროს ამოიღო სპრეი და მასხამდა თვალებში, მოგერიების ფარგლებში ვკარი ხელი.

ჩემ ადვოკატთან ერთად ვგეგმავ, რა თქმა უნდა, სარჩელის შეტანას.

ანა დოლიძის განცხადება არის თავის არიდება მხარდაჭერისგან. რაც შეეხება პარტიის წევრობას, პარტია ჩემი ნებით კი არ დავტოვე, არამედ საარჩევნო კოდექსმა მოითხოვა ასე,“- განაცხადა დავით ფერაძემ "კურიერთან".

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!