მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში – დაღუპულია ორი ადამიანი (რძალ-მული). შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალვანის მიმართულებით, მდინარე ალაზნის გადასასვლელ ხიდთან მოხდა.
სწრაფად მოძრავი ჯიპის მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები კი მძიმედ დაშავდნენ.
შედეგად ადგილზე დაიღუპნენ მძღოლის მეუღლე და და. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.