პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იქორწინა, მეუღლეს შორდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი, რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში. თურმე როგორც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს, ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით, ამაში არ დაგაღალატებთ”, – წერს თათა შარანგია.
თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე ოფიციალურად ივნისში იქორწინა. ქორწილის ცერემონია თათიას დაბადების დღეზე გაიმართა. შარანგიამ და თორაძემ გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში, “მარანი ჰოლში“ გადაიხადეს.
ეს თათიასთვის მესამე ქორწინება იყო. პირველად ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე, ლაშა შევარდნაძეზე იყო დაქორწინებული. ამ ქორწინებიდან თათიას ჰყავს ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შევარდნაძეები. თათია შარანგია მეორე მეუღლეს, სანდრო შელიას ათწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, რომელთანაც საერთო ვაჟი ჰყავს.
რაც შეეხება მესამე მეუღლეს, ჯარჯი თორაძეს, მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.