“3 წლის გოგონა აუზში ჩავარდა, აღარ სუნთქავდა, გაგიჟებული მამა მივარდა და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა, ექიმები არწმუნებდნენ მშობლებს რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ…”
ეს ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ცოლ-ქმარმა დიდი ხნის შემდეგ საოცნებო სახლი იყიდეს და გადაწყვიტეს აღენიშნად, დაიწყეს სუფრისთვის მზადება და კერძების მომზადება. წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ბიჭი და გოგონა, პატარები სახლში დარბოდნენ ათვალიერებდნენ და სიხარულისგან ყველაფერს გულისყურით იმახსოვრებდნენ. დედა მორჩა კერძების გაკეთებას, ყველა სუფრას მიუსხდა, მაგრამ
თითქოს რაღაც აკლდა სუფრას, მამამ უმცროსი ქალიშვილი სუფრაზე ვერ შენიშნა და მაშინვე მოსაძებნად წავიდა. ეძახდა შვილს, მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა. შეაღო ყველა ოთახის კარი, ავიდა მეორე სართულზე, ყველა კარადა და თარო გადაატრიალა, მაგრამ გოგონა არსად ჩანდა, შიშმა აიტანა ცოლ-ქმარი. მაშინვე სახლის უკანაზა ეზოში გავარდნენ და მაშინვე კივილის ხმა გაისმა, გოგონა აუზში ჩავარდნილა, აღარ სუნთქავდა, გაგიჟებული მამა მივარდა და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა.
ცოლმა სასწრაფოს გამოუძახა, გოგონას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა, ექიმები მოვიდნენ, დედას ნერვიულობისგან გული რამდენჯერმე წაუვიდა, კივილისგან ხმა აღარ ჰქონდა, ექიმებმა ბავშვი გასინჯეს და მაგრამ სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილი იყო და ვეღარაფრით დაეხმარებოდნენ.
მამამ ეს რომ გაიგო არ იჯერებდა, მივარდა შვილს და გააგრძელა ხელოვნური სუნთქვის გაკეთება, ექიმები არწმუნებდნენ რომ აზრი აღარ ჰქონდა და ტყუილად ბავშვის გვამს ნუ აწამებდა. ექიმებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ, სამწუხაროდ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და წასვლა დააპირეს, კართან მისულთ მამას ხმა მოესმათ – სუნთქვს, ის ცოცხალია, ნახეთ სუნთქვს.
ექიმები მაშინვე მივარდნენ და თვალებს არ უჯერებდნენ. ბავშვში მართლაც რომ ცოცხალი იყო. მაშინვე სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს გოგონა და საავადმყოფოში გააქანეს. გოგონამ მძიმე დღეები გადაიტანა, მაგრამ ღვთის წყალობით ცოცხალი გადარჩა.
სტატიაში მითითებული ფოტო პირობითია.