კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაექიმს შარვალი აღარ ეცვა, მხოლოდ თეთრი ხალათი და სულ შიშველი იყო... -...

ექიმს შარვალი აღარ ეცვა, მხოლოდ თეთრი ხალათი და სულ შიშველი იყო… – ეს ექიმი ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობს ქუთაისში

amindi

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარს” სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ანონიმურად მიმართა. როგორც ის აცხადებს, მამაკაცმა ექიმმა-გინეკოლოგმა სამედიცინო მანიპულაციებისას პაციენტ ქალზე სექსუალურად იძალადა. ის ნების გამოვლენის მიუხედავად, გინეკოლოგიურ სავარძელში გააუპატიურა. როგორც მსხვერპლი აღნიშნავს, მოძალადე ექიმი ქუთაისის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ახლაც მუშაობს და შესაძლოა, პაციენტებზე ძალადობას განაგრძობს.

 

 

“ჩემი ისტორია საზიზღარია, მაგრამ განა როგორ შეიძლება, რომელიმე ისტორია არ იყოს საზიზღარი?!
ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ დილით მუცლის ტკივილმა გამაღვიძა. მეგონა, შებერილობა იყო, მაგრამ არ გაიარა. მეორე საღამოს სასწრაფოში დავრეკე და გადამიყვანეს კლინიკაში. დამაწვინეს და ბრმა ნაწლავის ოპერაციას მიპირებდნენ, მაგრამ დავწერე ხელწერილი და წამოვედი. ვგრძნობდი, რომ რაღაც მუცელში სხვანაირად მტკიოდა.

 

მეორე დღეს კლინიკაში წავედი ჩემით და სანდო ექიმთან მივედი (ეს ექიმი ჩემს დას ბევრჯერ დაეხმარა და ამიტომ ვენდე). ანთებები მქონდა საკვერცხეების, ვიმკურნალე. ექიმი ძალიან თავაზიანი და კეთილი იყო ჩემ მიმართ. ნახევარ პროცედურებს უფასოდ მიკეთებდა. მკურნალობის ბოლოს მითხრა, რომ ექოს კიდევ ერთხელ გადამიღებდა. გადამიღო ექო და მითხრა, რომ საშვილოსნოს ყელზე კისტა მქონდა და საოპერაციო ვიყავი. ძალიან შევწუხდი, ოპერაციის თანხა არ მქონდა და თან, არც დამხმარე მყავდა ვინმე. ოჯახს ვერ ვეტყოდი, მეგობრებისგან ვალები უკვე აღებული მქონდა (წამლებისთვის). ეს გავუზიარე.

 

მითხრა, რომ კვირა დღეს კლინიკაში არავინ იყო და მივსულიყავი, უფასოდ გამიკეთებდა, ოღონდ – ნარკოზის გარეშე. სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი. მივედი და ჯერ ვიბრატორს პრეზერვატივი წამოაცვა, რაღაც სითხე წაუსვა და მითხრა, რომ ამ გზით შეიყვანდა გამაყუჩებელს და ეს ვიბრატორი ვაგინაში უნდა შემეცურებინა და გამომეღო რამდენჯერმე. ვცადე, მაგრამ გული ამერია. ,”შეწუხდა'”, უცებ გადის ფარდის იქით. გულმა რეჩხი მიყოო, რომ იტყვიან, საშინელმა წინათგრძნობამ მომიცვა. საკუთარ თავს ვეხვეწებოდი, რომ თვალები დამეხუჭა და არ დამენახა, რის დანახვასაც გული მიგრძნობდა და ასეც მოვიქეცი, მაგრამ თვალი მოვკარი, რომ ექიმს შარვალი აღარ ეცვა, მხოლოდ თეთრი ხალათი და სულ შიშველი იყო. მახსოვს, მაგრად დავხუჭე თვალები და იმ წყეულ სავარძელს მივეჯაჭვე. ამ მაგრად დახუჭულ თვალებზე კიდევ ხელი ავიფარე და ვიგრძენი ექიმის პ@@@@ი ჩემს ვა@@@@ში. ზემოდან სვიტრიც კი მეცვა, ისიც ვიგრძენი, როგორ აწია ექიმმა ჩემი სვიტერი და ბიუსტჰალტერი და მკერდზე მაკოცა.

 

ვტიროდი. ისე ვტიროდი, რომ სვიტრიც კი სველი იყო მერე. მოკლედ, ექიმმა… და წინ დამიჯდა, ასევე შიშველმა გამიკეთა ის რაღაც ოპერაცია. ჩამიდო ტამპონი. მე თვალი გავახილე მერე და ძლივს ავდექი სავარძლიდან და არ დაიჯერებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაიჯერებთ, აღარაფერს ვგრძნობდი. ჩავიცვი შარვალი, დავიბანე ხელები და წამოვედი საშინელება მას მერე დაიწყო და 4 წელია გრძელდება. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ექიმი ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობს ქუთაისში და კაცმა არ იცის, რამდენ ქალს ვუნგრევ ფსიქიკას ჩემი დუმილით. მე რაც შემეხება, მე არა მიჭირს, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და რაღაცნაირად წარსულად იქცევა, მაგრამ მინდოდა, მეთქვა თქვენთვის, რომ ჩემთვის ექიმს რომ ეკითხა, გინეკოლოგიურ სავარძელზე ოპერაციის წინ სექსს ვისურვებდი თუ არა, მე ვუპასუხებდი, რომ “არა!”

 

თუ მოულოდნელად ძალადობრივ სიტუაციაში აღმოჩნდი, გადმოწერილი გქონდეს მობილური აპლიკაცია Safe You. მისი მეშვეობით, შენ შეძლებ ერთი ღილაკის დაჭერით დახმარება სთხოვო მეგობრებს, პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს. გადმოიწერე აპლიკაცია და იყავი დაცული!” – აცხადებს მსხვერპლი.

 

პანდემიის განმავლობაში “საფარმა” ძალადობის შემთხვევებზე მომატებული მიმართვიანობის გამო სპეციალური აპლიკაცია შექმნა, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ძალადობის მსხვერპლისგან პოლიცია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ან თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი შეტყობინებას მიიღებს, ავტომატურად ხდება ძალადობის ადგილის დაფიქსირებაც.

 

ამ საკითხზე “პრაიმტაიმი” “საფარის” იურისტს თამარ ლუკავას ესაუბრა. ადვოკატი მსხვერპლებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება გააკეთონ და მაქსიმალურად ეცადონ, რომ არ დანებდნენ. ამბობს, რომ ხშირად მას დახმარების მიზნით, გვიან აკითხავენ, მაშინ როცა დანაშაული ხანდაზმულად ითვლება და მსხვერპლი თავის უფლებას ვეღარ იცავს. ამიტომ, ის ურჩევს, რომ მომხდარიდან კვირების ან თვეების განმავლობაში მიმართონ…

 

თამარ ლუკავა “საფარის” აპლიკაციაზეც საუბრობს და მის მნიშვნელობას ქალებს უზიარებს.

 

“უმჯობესია, თუ მსხვერპლი ძალადობის შესახებ განაცხადებს, მაგრამ ეს არის ნება და ვერავინ აიძულებს პოლიციაში მისვლას. ძალიან რთულია მათთვის საუბარი, მით უმეტეს, რომ მსხვერპლს არაერთ ადამიანთან უწევთ მომხდარზე საუბარი, რაც რთულია. ამიტომ, ვერცერთ მსხვერპლს ვერ დავავალდებულებთ მიმართონ სამართალდამცველ უწყებებს, თუმცა ვურჩევთ, რომ მიმართონ პოლიციას და ამით დაიცვან პოტენციური მსხვერპლები და მომავალი დანაშაულის ერთგვარი პრევენცია მოხდეს.

 

სამწუხაროდ, სტატისტიკაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია ჩემი საქმეებიდან გამომდინარე ვთქვა, რამდენად მიმართავენ სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციას. ძალიან უჭირთ ქალებს ძალადობაზე საუბარი, განსაკუთრებით კი სქესობრივ დანაშაულზე. მოგვმართავენ 10-15 წლის წინანდელ დანაშაულზე და ეს ხანდაზმული შემთხვევებია, როცა გამოძიება ვეღარ დაიწყება. ამიტომ, მსხვერპლმა უნდა იცოდეს, რომ მომხდარიდან კვირების ან თვეების განმავლობაში უნდა მიმართონ თუ მათ მოძალადის დასჯა სურთ.

 

პანდემიის განმავლობაში, მომართვიანობის მატებასთან ერთად პირველად საქართველოში სპეციალური აპლიკაცია Save You შეიქმნა, რომელიც იმ ქალებისთვისაა, ვინც მოძალადესთან ერთად იმყოფებიან და შეტყობინების საშუალება არ აქვთ. ქალები გვწერდნენ, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ პოლიციაში დარეკვას. ამიტომ, აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც მსხვერპლს შესაძლებლობას მისცემდა, აპლიკაციის მეშვეობით შეტყობინება გაეგზავნება პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციას ან მსხვერპლის ნდობით აღჭურვილ ნებისმიერ ადამიანს.

 

ძალიან მარტივი აპლიკაციაა, ვინც გადმოწერს ადვილად გამოიყენებენ. არსებობს ანდროიდის და აიფონის ვერსიები. აპლიკაციაში მიეთითება ორგანიზაციების, პოლიციისა და სანდო პირების კონტაქტები. შეტყობინება კი მსხვერპლის შერჩეულ პირთან მიდის და ლინკის სახით მისი ადგილ-მდებარეობა ერთვის.” – ამბობს ადვოკატი.

წყარო: პრაიმტაიმი

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!