სოფელ ჯუმათში ნაპოვნია გარდაცვლილი არასრულწლოვანი თორნიკე ჩხარტიშვილია. ის ჯუმათის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე იყო.
“საშინელი ამბავი ტრიალებს, ყველა დაშოკილია. 11 წლის ბიჭია ნაპოვნი. მოზარდის ოჯახი სხვის სახლში ცხოვრობდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლი ჩაიტანა, ვერ მოასწრო სახლიდან გამოსვლა,“ – გვეუბნება ადგილობრივი.
პარალელურად გრძელდება ჯიხანჯირში დაკარგული არსრულწლოვნის ძებნა. ასევე, სოფელ სილაურში სტიქიისას დაკარგულ ერთ მოქალაქეს ეძებენ.
“გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.