ახმეტაში, სავარჯიშო დარბაზში 16 წლის მოზარდი, ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში მცხოვრებმა 16 წლის ახალგაზრდამ, ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალას ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.
„დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა. ისეთი საშინელება ხდება, მამაკაცები ცხარე ცრემლით ტირიან“,- უყვება „პრაიმ ტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის დეტალებს ადგენენ.