გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები
ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.
მაშველებმა სოფელ სუფსიდან უვნებლად გამოიყვანეს მრავალშვილიანი ოჯახი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ნაგომართან, მდინარე სუფსაში გადაარჩინეს ტურისტი.
წყარო – “პრაიმ ტაიმი”