ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ცნობილი ბლოგერის, მარიამ ნანობაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“არ ვიცნობდი პირადად,..არ მქონია არასდროს ამ საოცარ გოგოსთან გადაკვეთის წერტილი, თუმცა ბევრი საერთო ნაცნობი და ახლობელი გვყავდა. ტექსტი, რომელსაც უკვე მეორეჯერ ვკითხულობ ისეთი ლაღია და ამ დროს ტკივილით სავსე…
ისეთი მგრძნობიარე და სევდანარევი იუმორით ამოთქმული.. რა მაგარი გოგო ხარ, როგორი მოტივატორი, მებრძოლი, ძლიერი. რა დასანანია, რომ უფრო დიდხანს არ დარჩი ამ განზომილებაში.. მშვიდობით .. და დროებით” – წერს მაკა ჩიჩუა.
35 წლის მარიამ ნანობაშვილს 4 წლის წინ სინოვიური სარკომას დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზიდან 2 წლის შემდეგ, მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას აქტიური, მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა.
იყო ბლოგერი და ვლოგერი, მარკეტინგის სპეციალისტი, გარდა ამისა, ოფროუდის მედალოსანი მძღოლი, აქტივისტი.