რამდენიმე საათის წინ საზარელი ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში, კერძოდ სოფელ დიმში. ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში “ჭაჭა” ჰქონდა და ხდიდა. ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, ის უგონო მდგომარეობაში იყო, მის დასახმარებლად ქვევრში მეორე მეზობელი ჩავიდა და ორივე გარდაიცვალა.