საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მეგობარის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა.
ასრსებული ინფორმაციით, ნანა სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა.
“ნანასთან ერთად გადაღებული სურათი. ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. რა მძიმე თვეა აგვისტო, ამდენი ტრაგედია, ამდენი ახალგაზრდა გახდა ბუნების ძალის მსხვერპლი… მოგვენატრები, ნანა!” – წერს სანდრა რულოვსი.