შოვის ტრაგედიას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ეხმიანება და წერს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.
“ბევრჯერ ვყოფილვარ რაჭაში, ონის რაიონში, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მეგობრების და ულამაზესი ბუნების სანახავად… მაგრამ რაც ამ დღეებში ვნახე და ვიგრძენი პანაშვიდებზე ყოფნისას, ენით აღუწერელი, უმძიმესი და დამანგრეველი განცდაა.
ის გამწარებული ოჯახიც მოვინახულე, რომლის ცხრა წევრი სტიქიას ემსხვერპლა.
იმედს ვიტოვებ, რომ გმირი მაშველები იმათაც იპოვიან, რომელთა ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია, სადაც და რითიც შემიძლია ვეხმარები კონკრეტულ ადამიანებს. ვიზიარებ დაზარალებულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას”, – წერს სანდრა რულოვსი.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხოდ გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.