ორშაბათი, აპრილი 21, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა - ცნობილია საქმის დეტალები
თვითფრინავის ბილეთები

ბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა – ცნობილია საქმის დეტალები

frenis kompensaciafrenis kompensacia

ბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა. ფაქტის შესახებ, TV25-ს მეზობლებმა აცნობეს. ამ ეტაპზე, მოზარდს ექსპერტიზა უტარდება. საქმეში ფსიქოლოგია ჩართული. ჩვენი ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი გუშინ დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია. მან საპატიმრო, რამდენიმე თვის წინ დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა და ბებია ალკოჰოლდამოკიდებულები იყვნენ და სავარაუდოდ, ნარკოტიკსაც მოიხმარდნენ. ძალადობის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც პოლიციას მიმართა.

დაზარალებული, სამი წლის განმავლობაში არასამთავრობო დღის ცენტრის ბენეფიციარი იყო. მან ცენტრი რამდენიმე თვის წინ დატოვა, თუმცა, სახელმწიფო სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მოზარდი წლების წინ დედამ მიატოვა. როგორც ირკვევა, სექსუალური ძალადობის გახმაურების შემთხვევაში, მამა მას მოკვლით ემუქრებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება 137-ე, გაუპატირების მუხლით დაიწყო. მომხდარს ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილება იძიებს.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით