სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტორნადო დაფიქსირდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ადგილობრივი გამოცემა jnews.ge წერს, რომ ტორნადომ სოფელს დიდი ზიანი მიაყენა.
“ქარი კი არა, ტორნადო იყო, როგორც ფილმებში. დღემდე მსგავსი არაფერი გვინახავს. ადამიანური მსხვერპლი არ გვყავს, მაგრამ სოფლეში სახლების სახურავები ჩამოინგრა. 20-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ახალქალაქის მერიას დავუკავშირდით, ზარალის შესაფასებლად უნდა მოვიდნენ. უკვე მოდიან” – თქვა სოფელ ვაჩიანის მერის წარმომადგენელმა ფედორ ტოროსიანმა jnews.ge-სთან საუბრისას.