ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა„შენი სიკვდილის უფლება რომ მქონდეს…მოგკლავდი“ – რა პრობლემები მოყვა გია ბაღაშვილისა და...

„შენი სიკვდილის უფლება რომ მქონდეს…მოგკლავდი“ – რა პრობლემები მოყვა გია ბაღაშვილისა და თაკო ტაბატაძის განშორებას

amindi

მსახიობ თაკო ტაბატაძეს, რომელიც მომღერალ, გია ბაღაშვილის მეუღლე იყო საზოგადოების ნაწილი მხოლიდ იმის გამო განიკითხვას, რომ მაუღელს დაშორდა.

„შენი სიკვდილის უფლება რომ მქონდეს, ბებიისტოლა ქალი ვარ და ალბათ, მოგკლავდი“; „დროა ბაწარში უყრიდე თავს“; „საცოდავი ხარ“. – ესაა კომენტარები, რომელსაც თაკო ტაბატაძეს ყოველდღე უწერენ სხვადასხვა საიტისა თუ ტაბლოიდის კომენტარებში.

ადამიანების ნაწილი თაკოს სუიციდისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი ძალადობას ახალისებს და მის ყოფილ ქმარს მოუწოდებს ყოფილი ცოლის მკვლელობისკენ.

“ნეტგაზეთთან” საუბარში თაკო ჰყვება, როგორ გახდა ერთ დღეში განუზომელი და დაუმსახურებელი ზიზღის ობიექტი და როგორ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ეს ყველაფერი დაეძლია.

Capitel.ge
“ყველაფერი ერთ დილას დაიწყო. რთული სამუშაო დღის შემდეგ გავიღვიძე და ვნახე, რომ ტელეფონზე უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მქონდა. ასე გავიგე, რომ ერთ-ერთმა საიტმა მეგობრის წვეულებაზე გადაღებული ფოტო გაავრცელა – პირადი ცხოვრების შესახებ ყალბ ინფორმაციასთან ერთად. 3 წლის წინ განვქორწინდით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. არ გვინდოდა ამ თემის გახმაურება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცოდით, ამას რა მოჰყვებოდა, ამიტომ ვეცადეთ ჩუმად, მშვიდად მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი.

მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როგორც მახსოვს, თებერვალში, გავრცელდა ჩემ შესახებ ნიუსი რაღაც უწყინარ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც მეგობრის წრეში იყო გადაღებული და შემდგომ ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული. ნიუსის სათაური ასეთი იყო – „ამა და ამ ადამიანის ცოლს ახალი რჩეული ჰყავს“. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალბი ინფორმაცია.

როდესაც ასეთი ცხოველი ინტერესი გამოავლინა საზოგადოებამ ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ, მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა ამას მივუძღვენით საერთო პოსტი ფეისბუკზე, სადაც ვთქვით მკაფიოდ, რომ ჩვენი დაშორების მიზეზი იყო შემდეგი: წლებთან ერთად აღმოგვაჩნდა სხვადასხვა გეგმები მომავალთან დაკავშირებით და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

ეს იყო მიზეზი, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ თუკი ვინმეს რაიმე ფანტაზია ჰქონდა – ყველანაირი ბრალდება მომეწერა მე. აბსოლუტურად შეთითხნილი და მოკლებული რეალურ საფუძველს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი, რომ ჩემს შვილებს მომავალი დავუნგრიე, რომ ყველა უბედურია ჩემ გამო. მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა – ყველა ძალიან ბედნიერია, ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ. მეც ჩემი პროფესია ძალიან დიდ ცხოვრებისეულ ძალას მანიჭებს, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე, რომელთანაც თავისუფლად შემიძლია კომუნიკაცია. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან, მათ შორის იმითაც, რომ დედა, როგორც იქნა – გახდა მსახიობი და აისრულა თავისი ოცნება. მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ასახავენ”, – ამბობს თაკო.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილს, ძირიტადად ქალებს, შემდგრი ქალის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვს.

“რომ გავაანალიზე ეს კომენტარები, ასევე მივხვდი, რომ იმ ქალებისგანაც მოდის ეს ყველაფერი.. ძალიან ვწუხვარ გულით ამას, მაგრამ ბევრი მათგანი არის ადამიანი, ვისაც თავად განუცდია შეურაცხყოფა, დამცირება, ძალადობა. შესაბამისად, როდესაც ხედავენ, რომ შენ არ ხარ ასე, დამოუკიდებელი ხარ, ბედნიერი ხარ, ფიქრობენ, თუ მე ვარ ცუდად, შენ რატომ უნდა იყო კარგად…

მახსოვს, ერთ-ერთი ასეთი, მუქარის შემცველი კომენტარის ავტორი პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებას საჩივრით მივმართე, მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლნენ. მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო პრეცედენტი – რომ ასეთი რაღაცების წერა არ შეიძლება”, – ამბობს ტაბატაძე.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც სუიციდისკენ უბიძგებდნენ.

„ჩემ შემთხვევაში, განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც მიწერდნენ, რომ თავს უნდა ვიკლავდე, თავი უნდა დავიწვა და სხვა. ასევე, მოუწოდებენ ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ. წერენ – „როგორ არ მოკალი?!“ , „როგორ გაუშვი საერთოდ ქუჩაში?!“ და ა.შ. კიდევ ერთი რამ, რაც, ვფიქრობ, პრობლემურია ამ ადამიანების კომენტარებში და ქცევაში, არის შვილების ფენომენი. ხშირად წააწყდებით კომენტარებს – 4 შვილს რას აჩენდა… ყველაზე ცუდი იყო ამის წაკითხვა. უკან რომ მიმაბრუნო, იგივე გზას გავივლიდი, იმიტომ, რომ მინდა ჩემი 4 შვილი მყავდეს. და ეს 4 საოცარი ადამიანი არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება”, – ამბობს მსახიობი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!