ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი...მკერდის მოკვეთა გახდა საჭირო კიბოს გამო" - სანდრა რულოვსი

“5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი…მკერდის მოკვეთა გახდა საჭირო კიბოს გამო” – სანდრა რულოვსი

amindi

საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სკრი­ნინგცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქა­ლებს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის კი­ბო­ზე ანა­ლი­ზე­ბი უფა­სოდ ჩა­ი­ტა­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა სანდრას თავადაც შეეხო.

“2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, დე­ზო­დო­რან­ტი ხომ არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია ამ დი­ლას, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ

ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში მა­ინც გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.

მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.

2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტუ­რი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­რი­ა­ში. წინა სა­ღა­მოს ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. იმ ღა­მეს არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ დი­ლას უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტურ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რა დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­დო­მაა დღეს, მაგ­რამ ამ ქა­ლებს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. მახ­სოვს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია მე და ნი­კო­ლოზს დაგ­ვდევ­და, კად­რე­ბი უნ­დო­დათ, რომ ამ დროს გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დით. 60 კი­ლო­მეტრზე მეტი ვერ გა­ვი­ა­რე და ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი”,- აღნიშნავს სანდრა ერთ-ერთ ინტერვიუში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!