ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიჯერ თოკით გაგუდა, შემდეგ ხევში გლდანში გადააგდო - ცნობილია მიზეზი თუ რატომ...

ჯერ თოკით გაგუდა, შემდეგ ხევში გლდანში გადააგდო – ცნობილია მიზეზი თუ რატომ მოკლა ყოფილმა ქმარმა ცოლი

amindi

სასტიკად მოკლული 27 წლის გოგოს ოჯახი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მარიტა მაზიაშვილის ახლობლები ჰყვებიან, ქალი, რომელიც საკუთარმა ქმარმა ჯერ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ხევში გადამალა, სახლიდან სამი დღის წინ გაუჩინარდა.

სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი დააკავეს.

მეზობლების თქმით, უმეტესი მათგანი ნიკოლოზ ლაჩაშვილს არ იცნობდნენ.

დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც 27 წლის გოგოს, ოჯახი და მეგობრები ყველგან ეძებდნენ, ამ დროს ქმარი მისი ცხედრის მოშორებას ცდილობდა.

„მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ ბავშვი, რომ გაშორდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!