ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიროგორ ჩავდგეთ ორსულობის შემდეგ ფორმაში - ფიტნესინსტრუქტორის რჩევები

როგორ ჩავდგეთ ორსულობის შემდეგ ფორმაში – ფიტნესინსტრუქტორის რჩევები

amindi

ორსულობის შემდეგ მომატებული წონა ალბათ ბევრი ქალის პრობლემა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება და გარკვეული პერიოდის შემდეგ სასურველ წონაზე დაბრუნება სრულიად შესაძლებელია.

ფიტნესინსტრუქტორი ლიკა კირკიტაძე ქალებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

მისი თქმით, ვარჯიშის დაწყების პერიოდი დამოკიდებულია მშობიარობის მიმდინარეობაზე. თუ ქალი ფიზიოლოგიურად მშობიარობას, ორსულობის შემდეგ 2 თვეში უკვე შეუძლია ვარჯიშის დაწყება. საკეისროს შემთხვევაში ვარჯიშის დაწყების ვადა ნაკერებზეა დამოკიდებული, რომლის მდგომარეობასაც პირადი ექიმი აფასებს. ჭრილობის მოშუშების შემდეგ  ვარჯიშის დასაწყებად გონივრული ვადა  4/6 თვით განისაზღვრება.

მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ვარჯიში  ეტაპობრივად და ინდივიდუალურად, გაწერილი პროგრამით დაიწყოს.

„რაც შეეხება ვარჯიშის სახეობებსა და სირთულეებს, ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია  და დამოკიდებულია ქალის იმჟამინდელ მდგომარეობაზე. ამიტომ საწყის ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში აუცილებელიც კია. კვება ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ლაქტაციის პროცესი არ დაირღვეს“, - ამბობს ფიტნესინსტრუქტორი.

ლიკა კირკიტაძე საზოგადოებას პირად გამოცდილებასაც უზიარებს და მისი ორსულობის შესახებ საუბრობს.

„საკეისრო კვეთის შემდეგ 10 დღეში დავიწყე სწორი კვება და ამას არანაირად არ შეუშლია ხელი ძუძუთი მეკვება ბავშვი 8 თვე. 8 თვე ექსკლუზიურად მხოლოდ დედის რძეს ჭამდა. თან ვიცავდი კვებას და ვვარჯიშობდი. 2 თვის იყო უკვე სამსახურს, რომ დავუბრუნდი და გოგოებს ვავარჯიშებდი. ამიტომ არ არის არც მშობიარობა, არც ლაქტაცია შემაფერხებელი და გასასამართლებელი საბუთი იმის, რომ ზარმაცობ. მით უმეტეს, როცა არის შესაძლებლობა უკვე ონლაინ ვარჯიშის.  ნელ-ნელა უკვე შემოდის ვარჯიშის კულტურა, დაგვანახვა ვირუსმა, რომ აქტიურად ცხოვრება ერთადერთი გამოსავალია ყველა სიტუაციაში“, - აცხადებს ფიტნესინსტრუქტორი „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

საუბრის ბოლოს ფიტნესინსტრუქტორმა  საზოგადოებას  ცხოვრების მთავარი წესიც გაუზიარა.

„მნიშვნელოვანია ჩვენ გვიყვარდეს და მოგვწონდეს ჩვენი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ შევუყვარდებით სხვას“, - ამბობს ლიკა კირკიტაძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!