ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაცოტნე გამსახურდიას თაღლითობის ბრალდებით საკუთრი დედა უჩივის

ცოტნე გამსახურდიას თაღლითობის ბრალდებით საკუთრი დედა უჩივის

amindi

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია ცოტ­ნეს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის და მი­წის ნაკ­ვე­თის “თაღ­ლი­თუ­რად” და­უფ­ლე­ბა­ში სდებს ბრალს.

“არ­სად გა­გო­ნი­ლი, არ­სად ნა­ნა­ხი და არა­ვის ჩა­დე­ნი­ლი – სა­კუ­თა­რი დედა უმ­წეო ცოტ­ნეს თაღ­ლი­თო­ბა­ში სა­ჯა­როდ სდებს ბრალს და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩი­ვის! და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც მა­ნა­ნა არჩვა­ძე გუ­შინ “ტვ პირ­ვე­ლის” ეთე­რი­დან, მისი წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რით აჟ­ღე­რებს! იმა­ვე წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და არა­ერ­თი პოს­ტი, რო­მელ­შიც იგი­ვე ნა­რა­ტი­ვია გან­მე­ო­რე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის გე­ტყვით, რომ საქ­მე ეხე­ბა ცოტ­ნეს კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთს, რომ­ლის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბა­დაც მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ცოტ­ნეს სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2012-2017 წ.წ) უჩი­ო­და (აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს დავა მხო­ლოდ ერთ-ერ­თია მრა­ვალ­რი­ცხო­ვან და­ვა­თა­გან, რო­მელ­საც იგი ცოტ­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და).
სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, რაღა თქმა უნდა, ცოტ­ნეს სა­კუთ­რე­ბა­ში და­ტო­ვა.ხოლო ახლა, როცა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ცოტ­ნე თავს ვე­ღარ იცავს, ქალ­ბა­ტონ­მა არჩვა­ძემ ახა­ლი დავა წა­მო­ი­წყო ცოტ­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ, ახლა უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ახლა უკვე ცოტ­ნეს უმ­წე­ო­ბის იმე­დად.ცხა­დია, ამ აბ­სურ­დულ და­ვას არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ჩვენს უკი­დუ­რეს აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს ფაქ­ტი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი კად­რუ­ლობს უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვი­ლის მი­სა­მარ­თით სი­ტყვა “თაღ­ლი­თის’’ გაჟ­ღე­რე­ბას და მი­წის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას. ტა­ლახს ეს­ვრის პირს, რო­მელ­საც პა­სუ­ხის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ­ჟა­მად არ აქვს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ უკი­დუ­რეს შე­უ­რა­ცხყო­ფას უმ­წეო ცოტ­ნეს აყე­ნებს სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რით, რო­მე­ლიც თავს ად­ვო­კატ ად და ექი­მად წარ­მოგ­ვიდ­გენს, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, უხე­შად არ­ღვევს ექი­მურ, ეთი­კურ და ადა­მი­ა­ნურ ნორ­მებს, იყე­ნებს რა სა­ლან­ძღა­ვად სი­ტყვა “და­უნს”, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გახ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და იუ­რი­დი­უ­ლი ეთი­კის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ, რომ “ორუ­მაღ­ლეს­გა­მოვ­ლილ” “ექიმ-ად­ვო­კატს” არა­მარ­ტო ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა, არა­მედ წერა-კი­თხვი­სა და მარ­თლწე­რის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბიც ვერ აუთ­ვი­სე­ბია. ამ მი­წის ნაკ­ვე­თის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლით შე­პყრო­ბილ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ცოტ­ნეს­თან ერ­თად, გი­ორ­გის დის­კრე­დი­ტა­ცი­აც გა­ნიზ­რა­ხა და მი­წის თა­ო­ბა­ზე გი­ორ­გის შე­სა­ხე­ბაც ბინ­ძურ ცი­ლის­წა­მე­ბას ავ­რცე­ლებს.

ამი­ტომ, იმა­საც აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ ამ­ჟა­მად მიწა უკვე გა­ყი­დუ­ლია ცოტ­ნეს ქო­ნებ­რი­ვი მხარ­დამ­ჭე­რის – გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ (კონ­სტან­ტი­ნეს­თან და ჩემ­თან შე­თან­ხმე­ბით), ცოტ­ნეს შემ­დგო­მი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რომ­ლის სა­ფა­სუ­რის თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რის ხარ­ჯვის გამჭვირ­ვა­ლო­ბას და მო­ნი­ტო­რინგს, ჩვე­ნი­ვე მო­თხოვ­ნით, აწარ­მო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო.
რაც შე­მე­ხე­ბა მე, ჯერ კი­დევ 3 წლის წინ, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტა­ნე მო­თხოვ­ნა, რათა ცოტ­ნეს მთე­ლი ქო­ნე­ბა და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი მხო­ლოდ გი­ორ­გის მხარ­დამ­ჭე­რო­ბის სფე­როს სა­გა­ნი გამ­ხდა­რი­ყო, რის შე­დე­გა­დაც სა­მუ­და­მოდ ვთქვი უარი ცოტ­ნეს ქო­ნე­ბის თი­თო­ე­ულ კვად­რა­ტულ მეტრზე, კოშ­კი იქ­ნე­ბა ეს თუ მი­წის ნაკ­ვე­თი.ცხა­დია, არ ვა­პი­რებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი­სა და მის­თვის უპი­რო­ბოდ მორ­ჩი­ლი და, და­ნარ­ჩე­ნი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის უპი­რო­ბოდ აგ­რე­სი­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის არა­ნორ­მა­ლუ­რი ქცე­ვე­ბის გან­ხილ­ვა-შეს­წავ­ლას. ეს, რო­გორც გი­ორ­გიმ აღ­ნიშ­ნა, ფსი­ქი­ატ­რი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მაგ­რამ უმ­წეო ადა­მი­ა­ნის­თვის არა­ერ­თი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის მო­ხერ­ხე­ბის შემ­დეგ (ეს კი­დევ ცალ­კე გან­სა­ხილ­ვე­ლი უზარ­მა­ზა­რი თე­მაა), ამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფის სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა ჩვე­ნი უზარ­მა­ზა­რი თმე­ნის ფარ­გლებ­შიც კი ვერ და­ე­ტია!გუ­შინ­დელ დღემ­დე ვთვლი­დით, რომ ამ ქალ­ბა­ტონს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, წე­სე­ბის გა­რე­შე ბრძო­ლის ყვე­ლა უზ­ნეო მე­თო­დი უკვე ამო­წუ­რუ­ლი ჰქონ­და…პ. ს. გუ­შინ­დე­ლი გა­და­ცე­მის ლინ­კი და მა­ნა­ნა არჩვა­ძის წარ­მო­მად­გენ­ლის უზ­ნეო პოს­ტე­ბი იხი­ლეთ კო­მენ­ტა­რებ­ში.” – წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!