ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი საზარელი ძალადობის ფაქტი გავრცელდა. ”თბილისში, სუპერმარკეტში ახალგაზრდა კაცი კონსულტანტს თავს დაესხა.
ბექა კვაჭანტირაძე” – წერს რუსთავი 2 და ვიდეოს აქვეყნებს.
“ვინ ვარ იცი? სუს-ში მყავს მთელი ოჯახი, გაიგე?” – ამბობს ახალგაზრდა და მას შემდეგ რაც იგებს, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, ასევე უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს სამართალდამცველებს. ამის შემდეგ ხდება აგრესიული და ნივთებს ისვრის გაურკვეველი მიმართულებით, რის შედეგადაც ჩაიმტვრა სუპერმარკეტის კარი.
როგორც ამწუთებში გახდა ცნობილი, პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.