სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება“კი, ლაზარე თმას იღებავს, საყურე უკეთია, ტატუც აქვს, მაგრამ როცა ქვეყნის სიყვარულს...

“კი, ლაზარე თმას იღებავს, საყურე უკეთია, ტატუც აქვს, მაგრამ როცა ქვეყნის სიყვარულს ეხება საქმე, მაშინ…”

amindi

“კი, ლაზარე თმას იღებავს, საყურე უკეთია, ტატუც აქვს, მაგრამ როცა ქვეყნის სიყვარულს ეხება საქმე, მაშინ…” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ წერს.

“ლაზარე არის პლაკატური მაგალითი იმისა,თუ სად იყრება ჩვენი გზები.
მავანს რომ ლაზარეს გარეგნობა კომპრომატი გგონია და მე კიდევ პირიქით მისი განსხვავებულობა ხიბლი.
მის ბაბუას უთქვამს – ,,ლაზარე ვაჟკაცი ბიჭიაო” კი ლაზარე თმას იღებავს,საყურე უკეთია,ტატუც აქვს და აბჯარიც ალბათ მხოლოდ კარნავალზე აცვია,მაგრამ როცა საქმე ქვეყნის სიყვარულს ეხება,ლაზარეები ჩაფხუტს იხურავენ და ომში მიდიან, ოკუპირებულ საზღვარზე ჩადიან, 13 ივნისს ვერეს ხეობას წმინდავენ,20 ივნისს გავრილოვის სავარძელს, და 8 მარტს რუსთაველზე ქვეყანას სინდისს.” – წერს ჟორჟოლიანი

შეგახსენებთ, მარტის აქციების ერთ-ერთ მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა.

მას სამართალდამცავებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებიან.

გრიგორიადისს ასეევ ბრალდება, რომ მან, თითქოს, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!