საზარელი ავარია მოხდა ცოტახნის წინ კახეთში. შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა დედოფლისწყაროდანაა. ის ილია ტუხაშვილია, ის 33 წლის იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადმოცვივდნენ. ექიმების განმარტებით, დაშავებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.
ფოტო პირობითია