31 წლის თათია ჯინჯოლავა, რომელიც თბილისში გარდაიცვალა, მშობლიურ სახლში, სენაკში გადაასვენეს. ახალგაზრდა ქალს სახლთან ახლობლები, მეზობლები და ნათესავები ანთებული სანთლებით დახვდნენ.
სენაკის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი 5 სექტემბერს გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა ჰოსპიტალში, ბოლოს კი აპარატზე იყო შეერთებული.
თათია ჯინჯოლავას გარდაცვალების მიზეზად ინტოქსიკაცია დასახელდა.