ბათუმში, ძველ მეჩეთთან მიტოვებული ჩვილის შესახებ თვითმხილველები ამბობს, რომ ახალშობილ გოგონას, რომელიც დაახლოებით 10 დღის იქნებოდა, თან ჰქონდა ჩანთა და საღამოს 8-ის 15 წუთზე დამირეკა თანამშრომელმა.
”მითხრა ბავშვია მოყვანილი შემოსასვლელთან, სადაც აბრაა – მუსლიმთა კავშირი. ვაცნობე მე-3 განყოფილებას, მოვიდნენ და საათ-ნახევარში ბავშვი წაიყვანეს. ერთ ბოთლში რძე ჰქონდა ჩასხმული, კარგად იყო ჩაცმული, არ ჩანდა გაჭირვებული. ქართველს არ ჰგავდა, ამაში დარწმუნებული ვარ, ჩანთაში ჩალაგებული იყო ჩვილის მოვლისთვის საჭირო ნივთები.”,- ამბობს თამაზ წითელაძე, თვითმხილველი.