სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება“მინდა, ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა – “ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა...

“მინდა, ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა – “ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!” – რას წერს ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი მეუღლე

amindi

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ინ­ტე­ლექ­ტკლუბ “რა? სად? რო­დის?” ყო­ფი­ლი წევ­რი, ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მი­ზე­ზი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი იყო, სა­დაც ბელ­გი­ა­ში გარ­დაც­ვლილ ლიზა ქის­ტა­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერ­და. ტექ­სტი ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ში­ნა­არ­სის იყო და ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ცი­ნიზ­მით ეწე­რა.

ამ­ჯე­რად აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნა­თია მა­ნია წერს:

“შე­კი­თხვა: უნდა ვაც­ვათ თუ არა ჯვარს ფე­ის­ბუქ­ზე დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი.უსა­ბუ­თოდ, ან თუნ­დაც სა­ბუ­თი­ა­ნად.

პა­სუ­ხი: არ ვიცი

ფე­ის­ბუქ­ზე­ვე წა­კი­თხუ­ლი: ამის წინ კე­კე­ლი­ძემ და­წე­რა:სულ ერთი ფრა­ზა მიტ­რი­ა­ლებს თავ­შიო, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ერ­თმა გო­გომ და­წე­რაო: “ეს კი ყ**ა, მაგ­რამ…” (ცი­ტა­ტა შე­იძ­ლე­ბა არას­რუ­ლად მახ­სოვს). არ ვიცი, რამ­დე­ნად იმ­სა­ხუ­რებ­და ამ ეპი­თეტს კე­კე­ლი­ძე. იქ­ნებ­და, იმ­სა­ხუ­რებ­და. იქ­ნებ­და, არც. იქ­ნებ – ნა­წი­ლობ­რივ. იმე­დია, ჩემ და­წე­რილ წი­ნა­და­დე­ბებ­საც არ გა­იხ­სე­ნებს მო­მა­ვალ­ში.

 

მეტ­საც გე­ტყვით: ბო­ლომ­დე არც კი ვიცი, რა და­ნა­შა­ულ­ზეა სა­უ­ბა­რი. მხო­ლოდ ბუნ­დოვ­ნად, გად­მო­ცე­მით და მი­ნიშ­ნე­ბე­ბე­ბით.ან იქ­ნებ თა­ვად “ყ**” არ იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ ეს სა­ხე­ლი ვუ­წო­დოთ უღირ­სი ქმე­დე­ბის ჩამ­დენ ადა­მი­ა­ნებს. ფიქ­რე­ბი სა­რეკ­ლა­მო ნა­თუ­რე­ბი­ვით ინ­თე­ბი­ან და ქრე­ბი­ან თავ­ში და ყვე­ლა რომ გად­მოვ­ცე, სულ აგ­ბურ­დავთ და არ­ცაა სა­ჭი­რო.

უბ­რა­ლოდ მეც, კე­კე­ლი­ძე­სა­ვით, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ერთი და იგი­ვე ფრა­ზა მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში და მახ­სენ­დე­ბა ლა­მის ყო­ვე­ლი გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე და ეს ფრა­ზა მინ­და მო­ვი­შო­რო თა­ვი­დან.

და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ სულ ცოტა ხნის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ, სა­ბედ­ნი­ე­როდ თუ სა­უ­ბე­დუ­როდ, უამ­რავ­მა ჩემ­მა ფრენდმა არ იცის (ან და­ვი­წყე­ბუ­ლი აქვს), რომ მე ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი ვარ. ან კი რა­ტომ უნდა სცოდ­ნო­დათ?! 10 წელ­ზე მე­ტია, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და ან­დრო ჩემს კე­დელ­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ლა­მის ამ­დე­ნი­ვე ხა­ნია.

დავბლო­კე, როცა ჩემს ფრენ­დს რა­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით აგი­ნა ჩემ­სა­ვე კე­დელ­ზე, მაგ­რამ ფაქტს ვერ გა­ვექ­ცე­ვით: ნამ­დვი­ლად ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რია და ჩემი შვი­ლე­ბის მამა. როცა დათო აბ­ზი­ა­ნი­ძე წერ­და, არა­ვის უთ­ქვამს ჯერო, რომ ან­დრო ჩემი შვი­ლე­ბის დე­და­აო, გულ­ში ვამ­ბობ­დი:დედა ნამ­დვი­ლად არა, მაგ­რამ მამა კია, თუმ­ცა ამას ვერ დავ­წერ რო­გორც ყო­ვე­ლი ფე­ის­ბუ­ქუ­რი სა­სა­მარ­თლო, ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ სამი-ოთხი დღე გაგ­რძელ­და და ის დღე­ე­ბი ვკი­თხუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც ჩემს კე­დელ­ზე მხვდე­ბო­და.

ყვე­ლა­ფერს.ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­გორ ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს, უფრო მწა­რედ და უფრო ლა­მა­ზად ეგი­ნე­ბი­ნათ. რო­გორ იცავ­დნენ თავს კლუ­ბის წევ­რე­ბი: ჩვენ არა, კაცო, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ?ეს ან­დროა.კლუ­ბი არ არის ან­დრო და არც ან­დროა კლუ­ბი აი, თით­ქოს რა­ღაც მა­ზო­ხის­ტუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­წა­ფე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს.

მიდი, კი­დევ წა­ი­კი­თხე, კი­დევ წა­ი­კი­თხე! ღირ­სი ხარ! ღირ­სი ხარ, რომ ცო­ლად გაჰ­ყე­ვი, რომ გიყ­ვარ­და თა­ვის დრო­ზე, როცა ერთი მარ­ტო­სუ­ლი უც­ნა­უ­რი ბიჭი გე­გო­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ; როცა რო­მან­ტი­კულ წე­რი­ლებს გწერ­და და სიყ­ვა­რულს გე­ფი­ცე­ბო­და; როცა ვერ ამო­ი­ცა­ნი; ვერ ჩას­წვდი, რამ­დე­ნად ცუდი იყო, რამ­დე­ნად ცუ­დად იყო და რა გა­მო­ვი­დო­და მის­გან მო­მა­ვალ­ში.

მიდი, იკი­თხე ახლა! იკი­თხე და დატ­კბი! მეც ვკი­თხუ­ლობ­დი.ვკი­თხუ­ლობ­დი ყო­ველ გი­ნე­ბას და ლან­ძღვას.ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ ყ**ა, სა­ზი­ზღა­რია, არა­ა­და­მი­ა­ნია, მო­საკ­ლა­ვია, რომ ყვე­ლას სძულს და არა­ვინ ესალ­მე­ბა.ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ ავად­მყო­ფია.ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ კლუ­ბი­დან გა­აგ­დეს ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ კაი ხა­ნია, არც ერთ გუნდს არ ნდო­მე­ბია მას­თან თა­მა­ში, რომ კლუბ­ში არც არა­ფე­რი უქ­ნია ოდეს­მე და წე­სი­ე­რად არა­სო­დეს უთა­მა­შია, რომ თურ­მე ბრო­ლის ბუ ან­დროს ოთახ­ში მომ­ლან­დე­ბია და ისიც, რომ სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.

მერე იუ­თუბ­ზე წა­შა­ლეს მისი თა­მა­შე­ბი­დან ნა­წყვე­ტე­ბი სა­თა­უ­რით “ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის სას­წა­უ­ლი” და სხვა­ნი. თით­ქოს, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სა­ზი­ზღრო­ბა თქვა ერთხელ, ან თუნ­დაც ათ­ჯერ, არ ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, ოდეს­მე ექნა ამ თა­მაშ­ში სას­წა­უ­ლი. ოდეს­მე ბავ­შვებს რომ მო­უნ­დეთ, ნა­ხონ, რო­გორ თა­მა­შობ­და მამა, რა­მეს მა­ინც თუ აკე­თებ­და სა­ქე­ბარს და სა­სა­ხე­ლოს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვე­ღა­რა­ფერს ნა­ხა­ვენ.

სა­მა­გი­ე­როდ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აგ­ნე­ბენ, რო­გო­რი სა­დის­ტი, არა­ა­და­მი­ა­ნი, უგუ­ლო და ავად­მყო­ფი იყო მა­მა­მა­თი.

მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, ნა­თია, გა­ა­უქ­მე ფე­ის­ბუ­ქი, სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის. ბავ­შვებ­საც გა­ა­უქ­მე­ბი­ნე. თქვენც არ მოგდგნენ. მე გა­ვი­ფიქ­რე, რომ მარ­თა­ლია, ან­დრო­ზე ათას სა­ზი­ზღრო­ბას წე­რენ, უმე­ტე­სად მარ­თალს, მაგ­რამ ბევრ ტყუ­ილ­საც, მაგ­რამ მე და ბავ­შვებს ჯერ არა­ვინ შეგ­ვხე­ბია. და მე­ტიც: უმე­ტე­სო­ბამ სა­ერ­თოდ არ იცის, ვინ ვართ ჩვენ.

და ამ დი­ა­ლო­გის მერე ან­დროს­თვის მი­ძღვნი­ლი პოს­ტის ქვეშ მა­ლე­ვე წა­ვი­კი­თხე ასე­თი კო­მენ­ტა­რი:

“ამას შვი­ლე­ბი ჰყავს? ეს არ უნდა გამ­რავ­ლდეს!” და ყო­ველ დი­ლით, როცა ვიღ­ვი­ძებ, თავ­ში წყევ­ლა­სა­ვით მიტ­რი­ა­ლებს ეს სი­ტყვე­ბი:

“ამას შვი­ლე­ბი ჰყავს? ეს არ უნდა გამ­რავ­ლდეს!”

თქვენ­გან რა მინ­და? არ ვიცი. უბ­რა­ლოდ ჩემს ფიქ­რებს გი­ზი­ა­რებთ.რად­გან და­ვი­ღა­ლე ამ ყვე­ლაფ­რის თავ­ში ტრი­ა­ლით და მინ­და ტვი­ნი­დან ამო­ვიგ­ლი­ჯო ეს ფრა­ზა – “ამას შვი­ლე­ბი ჰყავს? ეს არ უნდა გამ­რავ­ლდეს!"

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!