გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში 34 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გოჩა ჯერენაშვილს ბავშვობის მეგობარი ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლით ადგილზე მოკლა.
“არაფერი კონფლიქტი არ ჰქონიათ… სპორტსმენი იყო, საქართველოს ჩემპიონი იყო, თუმცა ამ ეტაპზე უმუშევარი იყო. ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს, რომ მივედით, გარდაცვლილი იყო უკვე, ვერ გადავარჩინეთ”.
“ჩემს ხელში გაიზარდნენ ორივე, ნათესავებიც იყვნენ, როგორც ვიცი. რა გახდა მიზეზი, ეს არ ვიცი”, – ყვებიან ადგილობრივები “ტვ პირველთან” საუბრისას.