ორგანიზაციის „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინფორმაციით, თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია.
„30 იანვარი 10:00-11:00 თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია. ჰაერის მონაცემებს გაწვდით: დიდუბე, დიდი დიღომი, ისანი, საბურთალო (ნუცუბიძის პლატო), გლდანი, (ჩვენი აპარატები) და აღმაშენებლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი, წერეთლის გამზირი (მთავრობის აპარატები)“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის ფეისბუკ-პოსტში.