შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებატრაგედია ჩარკვიანების ოჯახში - ის გარდაიცვალა

ტრაგედია ჩარკვიანების ოჯახში – ის გარდაიცვალა

amindi

“კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვყენებს და წერს:

“ეს ლექსი მამაჩემმა-ჯანსუღმა ჩვენს ძაღლს დაუწერა ( ჩემს ბავშვობაში)
. . .
პონის
“დღეს უპირველეს ყოვლის
ხასიათზე ვარ ღვინის,
გუშინ დავმარხე ძაღლი-
იაპონური ხინი,

პონი , ძვირფასო პონი,
უთუოდ უნდა გაგთქვა,
ცას უყურებდი წყრომით,
ცრემლი გდიოდა თვალთგან,

მე სიმართლის თქმა მიყვარს,
ვერ ვუღალატებ სინდისს,
რა მაყეფარიც იყავ ,
ისე ვერ შეხვდი სიკვდილს .

კაცივით შეგეშინდა,
კაცივით უცებ დაფრთხი,
მე ერთგულების ნიშნად,
წყალი დაგიდგი კათხით.

 

დაცარიელდა სახლი,
სახლიდან მინდა წასვლა,
შენზე ლამაზი ძაღლი
არც შემხვედრია არსად..”

ჯანსუღ ჩარკვიანი-1979 წელი❤️

ამ საღამოს მეც ასე ვარ, ძალიან კეთილი ძაღლი-ლინდა მოგვიკვდა, მამაჩემი უყვარდა ამოჩემებით, მერე მე მთვლიდა მეგობრად, გამოწკაპუნდებოდა როგორც კი მოვიდოდი სახლში ან სულაც ჩემს მოსვლას გრძნობდა და კარებთან მოკალათდებოდა და უკვე ყველამ იცოდა სახლში, რომ რამდენიმე წუთში მივიდოდი. ჩემი- ჩუმი სიკეთე…”, – წერს დეპუტატი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!