შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიისევ დაზიანება და კატასტროფული მდგომარეობა - ნახეთ რა განცხადებას ავრცელებს ჯორჯიან ვოთერ...

ისევ დაზიანება და კატასტროფული მდგომარეობა – ნახეთ რა განცხადებას ავრცელებს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი

amindi

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დიდუბის რაიონში წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულის გამო, კონკრეტულ ქუჩებს წყალმომარაგება შეუწყდება.

„დღეს, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე N113-ის მიმდებარედ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 28 ოქტომბერს, დღის 13:00 საათიდან საღამოს 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: დიღმის მასივის II კვარტალს, წერეთლის გამზირის ნაწილს, თამარ მეფის გამზირის N5-31, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის ქუჩის ნაწილს, რობაქიძის ქუჩა N7, ნინოშვილის ქუჩა N61-69, N66-78, საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, სამტრედიის, მირცხულავას, კოსმონავტების, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!