კვირა, დეკემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისაქართველოდან გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა (ფოტოები)

საქართველოდან გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა (ფოტოები)

frenis kompensaciafrenis kompensacia

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, 90-იან წლებში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის დროებით გადაცემული 2 ფერწერული ტილო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დღეს დაუბრუნდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

,,კერძოდ, საბერძნეთში სპეციალურად ამ მიზნით იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს თანამშრომელი სალომე ბერიკაშვილი, რომელმაც საქართველოს საელჩოსგან ოფიციალურად გადმოიბარა და დღეს, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 1999 წელს საელჩოსთვის გადაცემული 2 ფერწერული ტილო, ესენია: გივი თოიძე - „ძველი თბილისი“ და კოტე ჭანკვეტაძე - „ნატურმორტი“.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ექსპონატების დაბრუნების პროცედურა, 2021 წლამდე, საკუთრივ მუზეუმს არ წამოუწყია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში, თეა წულუკიანის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) უცხოეთში ან სხვადასხვა უწყებაში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი მუზეუმებში დაბრუნება დაიწყო.

შედეგად, 2021 წლის მაისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროს შენბაში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).
ასევე, 2021 წლის სექტემბერში, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2010 წელს გატანილი 4 ფერწერული ტილო: ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“.

2021 წლის ნოემბერში კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები. ეს ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა შემდეგი ნამუშევრები: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი).

ასევე, 2022 წლის 19 აპრილს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, ირანში საქართველოს საელჩოდან იქნა ექსპონატების ნაწილი დაბრუნებული. კერძოდ, 1995 წელს დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან 4 ექსპონატი დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ გალერეას: დიმიტრი ხახუტაშვილი - „იმერეთი“; შოთა ლეჟავა - „გრემი“; ზაურ დეისაძე - „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი - „შოთა რუსთაველი“.

სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!