მთავარიბლოგიაბაზანის მოწყობა - სამი გადაწყვეტილება, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის
თვითფრინავის ბილეთები

აბაზანის მოწყობა – სამი გადაწყვეტილება, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის

frenis kompensaciafrenis kompensacia

აბაზანის მოწყობა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც ხშირად დროში იწელება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზუსტად არ იცით, რომელი მასალების, ფერებისა თუ აქსესუარების შეძენა გსურთ.

არსებობს დეტალები, რომლებიც სააბაზანოს კომფორტულ სივრცედ აქცევს. მაგალითად, დიდი ზომის ფილები ნაკლები გადაბმის წერტილით; მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირის მქონე ფილები სველი ზონისთვის; და სწორად შერჩეული გათბობის სისტემა, რომელიც ოთახში სასიამოვნო ტემპერატურას ინარჩუნებს და პირსახოცების გაშრობასაც ამარტივებს. სწორედ ასეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებები ქმნის კომფორტულ და ფუნქციურ აბაზანას. 

ლამაზი აბაზანა, რომელიც არაკომფორტულია

არსებობს ისეთი აბაზანები, რომლებიც ვიზუალურად უზადოა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში რთულად გამოსაყენებელია. მაგალითად, თუ იატაკი სველია შესაძლოა ფეხი გაგიცურდეთ, სააბაზანოში ბევრი ორთქლი დაგროვდეს, რადიატორმა თავისი ფუნქცია სათანადოდ ვერ შეასრულოს და ციოდეს. პრობლემა ხშირად დიზაინში კი არა, ტექნიკურ დეტალებში იმალება.

აბაზანის მოწყობა მხოლოდ ფერისა და ფილის შერჩევას არ გულისხმობს. მასალები, ზედაპირები და გათბობის სისტემა ისე უნდა აარჩიოთ, რომ ყოველდღიურობაში პრობლემები არ შეგიქმნათ. პირიქით, მათ ცხოვრება უნდა გაგიმარტივოთ. 

ამ სტატიაში განვიხილავთ სამ ასეთ გადაწყვეტილებას – თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია და აბაზანის საერთო ხასიათს აყალიბებს.

გადაწყვეტილება პირველი – ფილის ფორმატი და გადაბმის წერტილების რაოდენობა

პირველი, რასაც აბაზანის მოწყობისას ყურადღება უნდა მიექცეს, ფილის ფორმატია. რაც უფრო დიდია ფილა, მით ნაკლები გადაბმის წერტილია საჭირო ერთი და იმავე ზედაპირის დასაფარად.

დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილები სივრცეს უფრო მონოლითურს ხდის. ეს მხოლოდ ესთეტიკური კუთხით არაა მნიშვნელოვანი. ნაკლები გადაბმის წერტილის არსებობის შემთხვევაში ნესტისა და ჭუჭყისათვის ადგილი, ფაქტობრივად, არ რჩება. ამიტომ სივრცის მოვლაც უფრო მარტივია.

ბუნებრივი ქვის იმიტაციის ხარისხიანი ფილები აბაზანას დამატებით სიღრმესა და სიმშვიდეს მატებს. ზოგჯერ იატაკის საფარად და კედლებზე ერთი და იგივე ფილები გამოიყენება. ისინი ერთმანეთის გაგრძელებაა და აბაზანას კიდევ უფრო შთამბეჭდავ სივრცედ აქცევს. 

გადაწყვეტილება მეორე – სველ წერტილებში მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირის გამოყენება

აბაზანა ის სივრცეა, სადაც იატაკი მუდმივად სველია. ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოებაა. სააბაზანოში შესვლისას არ უნდა გეშინოდეთ, რომ ფეხი გაგიცურდებათ და დაზიანდებით. 

არსებობს პრემიუმ ბრენდების ფილები, რომლებიც მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირით გამოირჩევა. ეს თვისება ცნობილია, როგორც R კლასი და მიუთითებს, თუ რამდენად უსაფრთხოა ზედაპირი სველ პირობებში გამოსაყენებლად. რაც უფრო მაღალია R კლასი, მით უფრო დაცული ხართ მოცურების რისკისგან. 

ამ დეტალის უგულებელყოფის შედეგი ხშირად რემონტის დასრულების შემდეგ ჩანს. მაშინ, როდესაც გვგონია, რომ ყველაფერი რიგზეა. ხშირად, ამ ეტაპზე კერამიკული ფილების შეცვლაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგან რემონტი თავიდან უნდა გააკეთოთ. 

ამიტომაც, ამ დეტალს თავიდანვე მიაქციეთ ყურადღება. ეს ზედმეტი ხარჯისგან, სტრესისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაგიცავთ. 

გადაწყვეტილება მესამე – სითბო და ტენის მართვა, საშრობი რადიატორის როლი

აბაზანაში ტენიანობის დონე ყოველთვის მაღალია. ცივი იატაკი, ნესტიანი პირსახოცი და მუდმივად მაღალი ტენიანობა სწრაფად აქრობს იმ ეფექტს, რომელსაც ლამაზი ინტერიერი ქმნის.

კარგი ვენტილაცია და სათანადო გათბობა მნიშვნელოვანია, რათა ორთქლი სწრაფად გაიფანტოს და ოთახში კომფორტული ტემპერატურა შენარჩუნდეს. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს საშრობი რადიატორი – ის სივრცეს ათბობს და პირსახოცებს აშრობს.

გათბობის სისტემის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი რადიატორი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით უნდა აირჩეს. ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო უნდა იყოს და ჰაერს არ აშრობდეს, სითბო კი მთელ ზედაპირზე თანაბრად უნდა გაანაწილოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარტივად იწმინდებოდეს და ეკომეგობრული იყოს. პრემიუმ ბრენდები ხშირად ლაზერული შედუღების ტექნოლოგიას იყენებენ, რაც კონსტრუქციის სიმტკიცესა და საიმედოობას განსაზღვრავს.

მოვლის სიმარტივეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვერტიკალური რადიატორის ზედაპირი მარტივად იწმინდება და მასზე ნაკლები მტვერი გროვდება – ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებაში დროს დაგიზოგავთ.

რადიატორის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • ოთახის დანიშნულებას – მაგალითად, საძინებელია, მისაღები ოთახი, სამზარეულო, სააბაზანო თუ სამუშაო კაბინეტი;
  • ოთახის ფართობსა და საჭირო სიმძლავრეს;
  • კედლის ზომასა და რადიატორების განლაგების ადგილს; 
  • გათბობის სისტემასთან თავსებადობას;
  • მასალისა და წარმოების ხარისხს;
  • მწარმოებელ ბრენდსა და ქვეყანას;
  • რადიატორის ფერსა და ფორმას, რომელიც აბაზანის საერთო სტილს მოერგება.

აბაზანის დიზაინი, სადაც სამივე გადაწყვეტილება ერთმანეთს ემთხვევა

კომფორტულ აბაზანაში ესთეტიკა და ფუნქციურობა ერთმანეთისგან განცალკევებული არ უნდა იყოს. დიდი ფორმატის კერამოგრანიტის ფილები შეიძლება ქმნიდეს მშვიდ, ერთიან ფონს. მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი უზრუნველყოფდეს უსაფრთხოებას, ხოლო სწორად შერჩეული გათბობის სისტემა ოთახს საჭირო სითბოსა და კომფორტს მატებდეს.

ამ სამი ელემენტის გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის აბაზანაში. ნაკლები გადაბმის წერტილი სივრცეს ვიზუალურად უფრო აფართოებს და ინტერიერს არ ტვირთავს. ხარისხიანი საშრობი რადიატორი კი სითბოს თანაბრად ანაწილებს. 

დიდი სივრცის შემთხვევაში კი შესაძლებელია უფრო თავისუფლად აარჩიოთ ფერები და ფორმები. თუმცა აქაც მთავარი პრინციპი იგივე რჩება: მასალა უნდა შეირჩეს არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორია ვიზუალურად, არამედ იმის მიხედვითაც, რამდენად შეგიქმნით კომფორტს. 

აბაზანის მოწყობა ის პროცესია, რომლის საბოლოო შედეგსაც სწორედ მცირე დეტალები განსაზღვრავს. ფილის სწორი ფორმატი ამცირებს ვიზუალურ ქაოსს, უსაფრთხო ზედაპირი ყოველდღიურ გამოყენებას ამარტივებს, ხოლო ხარისხიანი გათბობის სისტემა სივრცეს უფრო კომფორტულს ხდის. ფილის ტონი, რადიატორის ფორმა და ფერი ერთმანეთს უნდა უხდებოდეს. 

იმოქმედეთ გააზრებულად და რემონტისას ისეთი მასალები გამოიყენეთ, რომლებიც ხარისხიანი, ეკოლოგიურას სუფთა, ლამაზი და გამძლეა. გაითვალისწინეთ მწარმოებელი ბრენდი, მისი გამოცდილება და მწარმოებელი ქვეყანა.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით